უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს „ღია“, „სპეციფიკურ“ ან „სერტიფიცირებულ“ კატეგორიაში, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია „ღია კატეგორიაში“ არ საჭიროებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან (შემდგომ – სააგენტო) რაიმე სახის წინასწარ თანხმობას და ასევე ექსპლუატანტის მიერ საექსპლუატაციო დეკლარაციის წარდგენას;
ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია „სპეციფიკურ კატეგორიაში’’ საჭიროებს სააგენტოს მიერ ამ წესის მე-13 ან მე-17 მუხლის შესაბამისად გაცემულ თანხმობას, ან ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში, ექსპლუატანტის მიერ დეკლარაციის წარდგენას;
გ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია „სერტიფიცირებულ კატეგორიაში“ საჭიროებს დადგენილი მოთხოვნების მიხედვით უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის და ექსპლუატანტის სერტიფიცირებას და ასევე დისტანციური პილოტის მოწმობის გაცემა