წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადამიანების თავშეყრის ადგილი – ადგილი, სადაც თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია ადამიანების რაოდენობით გამოწვეული სიმჭიდროვის გამო;
ბ) ავტონომიური ექსპლუატაცია – უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის დროსაც დისტანციურ პილოტს არ აქვს შესაძლებლობა ჩაერიოს ფრენისას უპილოტო საჰაერო ხომალდის მართვაში;
გ) არამონაწილე პირები – პირები, რომლებიც არ მონაწილეობენ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციაში ან არ გააჩნიათ ინფორმაცია ექსპლუატანტის მიერ გაცემული ინსტრუქციებისა და უსაფრთხოების მითითებებთან დაკავშირებით;
დ) გეოინფორმირება – ფუნქცია, რომელიც ახდენს საჰაერო სივრცეში მოქმედი შეზღუდვების პოტენციური დარღვევის გამოვლენას და აფრთხილებს დისტანციურ პილოტს, რათა მან დაუყოვნებლივ შეძლოს ეფექტური მოქმედებების განხორციელება დარღვევის თავიდან აცილების მიზნით;
ე) დეკლარაცია – წერილობით განცხადება, რომელიც წარედგინება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ადასტურებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან იურიდიული ან ფიზიკური პირის წარმოებული პროდუქტის, შემადგენელი ნაწილის, დაკავშირებული მოწყობილობების, უპილოტო საჰაერო ხომალდის დისტანციური პილოტის მართვის სადგურის, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აეროდრომის აღჭურვილობის, საჰაერო მოძრაობის მართვის/საჰაერო მოძრაობის მომსახურების სერვისების ან ფრენის სიმულაციის შემსწავლელ მოწყობილობის შესაბამისობას;
ვ) დისტანციური პილოტის მართვის სადგური (RPS) – დისტანციურად პილოტირებადი საჰაერო ხომალდის სისტემის კომპონენტი, რომელიც შეიცავს დისტანციურად პილოტირებადი საჰაერო ხომალდის მართვის მოწყობილობას;
ზ) დისტანციური პილოტი – ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დისტანციურად პილოტირებადი საჰაერო ხომალდის მართვის უფლება და დისტანციურად პილოტირებადი საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის დროს ახორციელებს დისტანციურად პილოტირებადი საჰაერო ხომალდის მართვას;
თ) დისტანციურად პილოტირებადი საჰაერო ხომალდი (RPA) – უპილოტო საჰაერო ხომალდი, რომლის პილოტირება ხორციელდება დისტანციური პილოტის მართვის სადგურიდან;
ი) დისტანციურად პილოტირებადი საჰაერო ხომალდის სისტემა (RPAS) – დისტანციურად პილოტირებადი საჰაერო ხომალდი, მასთან დაკავშირებული დისტანციური პილოტის მართვის სადგურ(ებ)ი, შესაბამისი მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზი და სხვა ნებისმიერი კომპონენტი, როგორც ეს განსაზღვრულია ტიპის კონსტრუქციის შესაბამისად;
კ) ექსპლუატაცია პირდაპირი ხედვის არეში (VLOS) – უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ისეთი ექსპლუატაცია, როდესაც დისტანციური პილოტი მუდმივად ინარჩუნებს უპილოტო საჰაერო ხომალდთან ვიზუალურ კონტაქტს, რაც დისტანციურ პილოტს საშუალებას აძლევს, გააკონტროლოს უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენის კურსი სხვა საჰაერო ხომალდებთან, პირებთან და დაბრკოლებებთან მიმართებაში, მათგან უსაფრთხო მანძილის შენარჩუნებისა და შეჯახების თავიდან აცილების მიზნით;
ლ) ექსპლუატაცია პირდაპირი ხედვის არის მიღმა (BVLOS) – უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ისეთი ექსპლუატაცია, რომელიც ხორციელდება პირდაპირი ხედვის არეში ექსპლუატაციისგან (VLOS) განსხვავებულ პირობებში;
მ) ექსპლუატაციის სახელმძღვანელო – სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პროცედურებს, ინსტრუქციებს და მითითებებს პერსონალის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულებისას გამოყენების მიზნით;
ნ) ვიზუალური დამკვირვებელი – პირი, რომელიც ეხმარება დისტანციურ პილოტს იმ საჰაერო სივრცის შეუიარაღებელი თვალით ვიზუალური დაკვირვებით, სადაც ხორციელდება უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, საჰაერო სივრცეში არსებული ნებისმიერი პოტენციური საფრთხის აღმოჩენის და თავის არიდების მიზნით;
ო) თვითნაკეთი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა – პირადი სარგებლობისთვის აწყობილი არასერიული წარმოების უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა, რომელსაც არ მიეკუთვნება უპილოტო საჰაერო ხომალდის ის სისტემა, რომელიც ბაზარზე განთავსებულ ასაწყობად მზა ნაწილებისაგან შედგება;
პ) კონტროლირებადი მიწისზედა არე – სახმელეთო არე, სადაც ხორციელდება უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია და რომლის ფარგლებშიც უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს მხოლოდ მონაწილე პირების ყოფნას;
ჟ) კონტროლის მოწყობილობა – აღჭურვილობა ან აღჭურვილობის სისტემა უპილოტო საჰაერო ხომალდის დისტანციურად სამართავად, რომელიც მხარს უჭერს ფრენის ნებისმიერ ეტაპზე უპილოტო საჰაერო ხომალდის კონტროლის ან მონიტორინგის განხორციელებას, გარდა იმ ინფრასტრუქტურისა, რომელიც გამოიყენება მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზის მომსახურების მხარდაჭერის მიზნით;
რ) მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზი (C2 ხაზი) – ფრენის მართვის მიზნით არსებული მონაცემთა გაცვლის ხაზი, დისტანციურად მართვად საჰაერო ხომალდსა და დისტანციური პილოტის მართვის სადგურს შორის;
ს) მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზის მომსახურება – უპილოტო საჰაერო ხომალდსა და კონტროლის მოწყობილობას შორის საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც ხორციელდება მესამე პირის მიერ;
ტ) მაქსიმალური ასაფრენი მასა (MTOM) – უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური მასა, სასარგებლო ტვირთისა და საწვავის ჩათვლით, რომელიც უპილოტო საჰაერო ხომალდის მწარმოებლის მიერ არის განსაზღვრული და რომლის ფარგლებშიც დასაშვებია უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია;
უ) მოდელი საჰაერო ხომალდი – უპილოტო საჰაერო ხომალდი, რომელსაც გააჩნია ატმოსფეროში მდგრადი ფრენის შენარჩუნების უნარი, რომლის ექსპლუატაციაც ხორციელდება პირდაპირი ხედვის არეში და რომელიც გამოიყენება მხოლოდ რეკრეაციული მიზნებისთვის;
ფ) მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების გამოყენებით გასართობი ფრენების, საავიაციო შოუების, სპორტული ღონისძიებების ან შეჯიბრების მოწყობის მიზნით;
ქ) მონაწილე პირები – პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციაში და რომლებსაც გააჩნიათ ინფორმაცია ექსპლუატანტის მიერ გაცემული ინსტრუქციებისა და უსაფრთხოების მითითებების თაობაზე;
ღ) მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდი (sUA) – უპილოტო საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 25 კგ-ს;
ყ) მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა (sUAS) - მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდი და მასთან დაკავშირებული ელემენტები, რომლებიც გამოიყენება უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაციის განხორციელების მიზნით;
შ) მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (LUC) – წინამდებარე წესის შესაბამისად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი;
ჩ) პირდაპირი დისტანციური იდენტიფიცირების სისტემა – რადიოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერში მყოფი უპილოტო საჰაერო ხომალდის შესახებ ინფორმაციის (მარკირების ჩათვლით) ადგილობრივ დონეზე ტრანსლირებას, ისე რომ აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია უპილოტო საჰაერო ხომალდთან ფიზიკური კონტაქტის დამყარების გარეშე;
ჩ1) რეჟიმი „მომყევი“ – უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის რეჟიმი, რა დროსაც უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა დისტანციურ პილოტს უწყვეტლივ მიჰყვება წინასწარ განსაზღვრული რადიუსის ფარგლებში;
ძ) საგანგებო არე – საგანგებო სივრცის პროექცია ხმელეთის ზედაპირზე;
წ) საგანგებო სივრცე – სივრცე, რომელიც მდებარეობს ფრენის გეოგრაფიის ფარგლებს გარეთ და სადაც გამოიყენება საგანგებო პროცედურები;
ჭ) საექსპლუატაციო სივრცე – ფრენის გეოგრაფიის და საგანგებო სივრცის ერთობლიობა;
ხ) სასარგებლო ტვირთი – ხელსაწყოები, მექანიზმები, აღჭურვილობა, ნაწილები, აპარატურა ან მისი აქსესუარები, მათ შორის რადიოსაკომუნიკაციო მოწყობილობა, რომლებიც დამონტაჟებულია ან განთავსებულია საჰაერო ხომალდზე და არ გამოიყენება ან არ არის განკუთვნილი ფრენისას საჰაერო ხომალდის სამართავად და არ არის ფიუზელაჟის, ძრავის ან ხრახნის ნაწილი;
ჯ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც ინციდენტის ან საავიაციო შემთხვევის დროს შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომლებსაც უპილოტო საჰაერო ხომალდი გადაიტანს სასარგებლო ტვირთის სახით, რომელიც მოიცავს:
ჯ.ა) ფეთქებად ნივთიერებებს (მასის აფეთქების საფრთხე, ნამსხვრევების გაბნევის საფრთხე, უმნიშვნელო აფეთქების საფრთხე, ძლიერი ხანძრის საფრთხე, ასაფეთქებელი აგენტები, ძალზე არა მგრძნობიარე ასაფეთქებელი ნივთიერებები);
ჯ.ბ) აირებს (აალებადი აირები, არააალებადი აირები, მომწამლავი აირები, შესუნთქვის საფრთხე);
ჯ.გ) აალებად სითხეებს (ადვილაალებადი, საწვავი ზეთი, ბენზინი);
ჯ.დ) აალებადი მყარი ნივთიერებები (თვითაალებადი მყარი ნივთიერებები, სველ მდგომარეობაში საშიში ნივთიერებები);
ჯ.ე) მჟანგავები და ორგანული პეროქსიდები;
ჯ.ვ) ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები (შხამი, ბიოლოგიური საფრთხის მატარებელი ნივთიერებები);
ჯ.ზ) რადიოაქტიური ნივთიერებები;
ჯ.თ) კოროზიის გამომწვევი ნივთიერებები.
ჰ) სახმელეთო რისკის ბუფერი – ხმელეთის ზედაპირზე არსებული არე, რომელიც გარს ეკვრის საექსპლუატაციო სივრცეს და რომელიც განსაზღვრულია ზედაპირზე არსებული მესამე პირების მიმართ რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, იმ შემთხვევაში, თუ უპილოტო საჰაერო ხომალდი დატოვებს საექსპლუატაციო სივრცის ფარგლებს;
ჰ1) სერტიფიკატი – ნიშნავს ნებისმიერ სერტიფიკატს, თანხმობას, მოწმობას, ნებართვას, ან სხვა დოკუმენტს, რომელიც გაიცემა სერტიფიცირების შედეგად და რომელიც ადასტურებს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ჰ2) სტანდარტული სცენარი – ამ წესის შესაბამისად „სპეციფიკურ კატეგორიაში“ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის კონკრეტული ტიპის ექსპლუატაციასთან მიმართებაში განსაზღვრული პრევენციული ზომების დეტალური ნუსხა;
ჰ3) უპილოტო თავისუფალი აეროსტატი – თავისუფლად მფრენი, ძალური დანადგარის არმქონე, ჰაერზე უფრო მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდი;
ჰ4) უპილოტო პლანერი – უპილოტო საჰაერო ხომალდი, რომელიც ფიქსირებული ამწევი ზედაპირების ჰაერთან აეროდინამიკური ურთიერთქმედების საფუძველზე ინარჩუნებს ჰაერში მდგრადობას ძრავის გამოყენების გარეშე. უპილოტო პლანერი შესაძლებელია ასევე აღჭურვილი იყოს ძრავით, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საგანგებო შემთხვევაში;
ჰ5) უპილოტო საჰაერო ხომალდი (UA) – ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც იმართება ავტონომიურად ან დისტანციურად მის ბორტზე პილოტის არსებობის გარეშე;
ჰ6) უპილოტო საჰაერო ხომალდის დამკვირვებელი – პირი, რომელიც იმყოფება დისტანციური პილოტის მახლობლად და რომელიც შეუიარაღებელი თვალით უპილოტო საჰაერო ხომალდზე ვიზუალური დაკვირვებით ეხმარება დისტანციურ პილოტს, შეინარჩუნოს უპილოტო საჰაერო ხომალდი ვიზუალური მხედველობის არეში და ასევე ეხმარება მას ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებაში;
ჰ7) უპილოტო საჰაერო ხომალდის დისტანციური მართვის მოწყობილობა – ნებისმიერი ინსტრუმენტი, მოწყობილობა, მექანიზმი, აპარატურა, დაკავშირებული ელემენტი, პროგრამა ან აქსესუარი, რომელიც საჭიროა უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის და რომელიც არ წარმოადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდის შემადგენელ ნაწილს და არ გადაიტანება მის ბორტზე;
ჰ8) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა (UAS) – უპილოტო საჰაერო ხომალდი და უპილოტო საჰაერო ხომალდის დისტანციური მართვის მოწყობილობა;
ჰ9) უპილოტი საჰაერო ხომალდის სისტემა – სათამაშო (სათამაშო) – უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა, რომელიც გამიზნულია 14 წლამდე ასაკის პირებისთვის, მუშაობს და გამოიყენება ისევე, როგორც უპლოტო საჰაერო ხომალდის სისტემა და შეიძლება იყოს მისი შემცირებული მასშტაბის მოდელი;
ჰ10) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემები – სისტემა, რომელიც მოიცავს დისტანციურად პილოტირებადი საჰაერო ხომალდის სისტემებს, უპილოტო პლანერს, საჰაერო ხომალდის მოდელს, უპილოტო თავისუფალ აეროსტატს;
ჰ11) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტი (შემდეგ – ექსპლუატანტი) – პირი, რომელიც ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს უპილოტო საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაცია;
ჰ12) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიული ზონა – განსაზღვრული საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც ნებადართულია, შეზღუდულია ან აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ფრენა, ფრენის უსაფრთხოებასთან, პერსონალური ინფორმაციის და მონაცემების დაცვასთან, საავიაციო უშიშროებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით;
ჰ13) ფრენის გეოგრაფია – საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია დროებითი სარგებლობისთვის და სადაც ექსპლუატანტი ახორციელებს ექსპლუატაციას სტანდარტული პროცედურების გამოყენებით;
ჰ14) ფრენის გეოგრაფიის არე – ფრენის გეოგრაფიის პროექცია ხმელეთის ზედაპირზ