ა) (A1) ქვეკატეგორიაში, ექსპლუატაციის წესის II თავის მოთხოვნების თანახმად, იმ პირობით, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა, სასარგებლო ტვირთის ჩათვლით 250 გრამზე ნაკლებია;
ბ) (A3) ქვეკატეგორიაში, ექსპლუატაციის წესის II თავის მოთხოვნების თანახმად, იმ პირობით, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა, საწვავის და სასარგებლო ტვირთის ჩათვლით 25 კგ-ზე ნაკლებია.
2. 2023 წლის 1 იანვრამდე „ღია კატეგორიაში“ იმ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაცია, რომლებიც ექსპლუატაციის წესის 52-ე-56-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ნებადართულია შემდეგი პირობებით:
ა) თუ 500 გ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება ექსპლუატაციის წესის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტში განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად დისტანციური პილოტის მიერ, რომლის კვალიფიკაცია შეესაბამება ექსპლუატაციის წესის 21-ე მუხლის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) თუ 2 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილიდან არანაკლებ 50 მეტრი ჰორიზონტალური მანძილის დაშორებით დისტანციური პილოტის მიერ, რომლის კვალიფიკაციის დონე შეესაბამება ექსპლუატაციის წესის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მოთხოვნებს;
გ) თუ 2 კგ-ზე მეტი და 25 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება ექსპლუატაციის წესის 23-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად დისტანციური პილოტის მიერ, რომლის კვალიფიკაციის დონე შეესაბამება ექსპლუატაციის წესის 21-ე მუხლის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს