1. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია „ღია კატეგორიაში“ უნდა განხორციელდეს ამ წესის II თავში განსაზღვრული საექსპლუატაციო შეზღუდვების გათვალისწინებით;

2. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია „სპეციფიკურ კატეგორიაში“ უნდა გახორციელდეს იმ საექსპლუატაციო შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად გაცემულ ექსპლუატაციის თანხმობაში ან მე-17 მუხლის შესაბამისად გაცემულ თანხმობაში, ან სააგენტოს მიერ დამტკიცებული სტანდარტული სცენარის მიხედვით, რომელიც ექსპლუატანტის მიერ გამოიყენება საქსპლუატაციო დეკლარაციის საფუძველზე;

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ექსპლუატანტებზე, რომლებიც ფლობენ მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატს;

4. უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია „სპეციფიკურ კატეგორიაში“ უნდა განხორციელდეს იმ მოთხოვნების დაცვით, რომლებიც განსაზღვრულია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს No 113-ე ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებით“.

5. უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია „სერტიფიცირებულ კატეგორიაში“ უნდა განხორციელდეს იმ მოთხოვნების დაცვით, რომლებიც განსაზღვრულია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს No 113-ე ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებით“ და სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის No 203-ე ბრძანებით დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი