1. „სპეციფიკურ კატეგორიაში“ ექსპლუატაციის თანხმობა გაიცემა ექსპლუატანტის განცხადების, რისკების შეფასების და პრევენციული ღონისძიებების მდგრადობის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელსაც ექსპლუატანტი წარუდგენს სააგენტოს, მის მიერ შესასრულებელი ფრენის ყველა ეტაპზე უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის უსაფრთხო ექსპლუატაციის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით და რომელიც ადასტურებს, რომ:
ა) საექსპლუატაციო უსაფრთხოების მიზნები ითვალისწინებს ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ რისკებს;
ბ) საექსპლუატაციო პირობებიდან გამომდინარე განსაზღვრული პრევენციული ზომების კომბინაცია, ექსპლუატაციაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაცია და უპილოტო საჰაერო ხომალდის ტექნიკური მახასიათებლები ადეკვატურია და საკმარისად მდგრადია უსაფრთხო ექსპლუატაციის განხორციელების უზრუნველსაყოფად ხმელეთზე და საჰაერო სივრცეში არსებული რისკების გათვალისწინებით;
2. ექსპლუატაციის თანხმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილი ექსპლუატაცია საკმარისად უსაფრთხოდ მიჩნეული არ არის სააგენტოს მიერ, რა დროსაც სააგენტო შესაბამისი დასაბუთებით ექსპლუატანტს წერილობით აცნობებს ექსპლუატაციის თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას;
3. სააგენტოს მიერ გაცემული ექსპლუატაციის თანხმობა განსაზღვრავს:
ა) თანხმობის მოქმედების ფარგლებს;
ბ) იმ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება:
ბ.ა) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციას და საექსპლუატაციო შეზღუდვებს;
ბ.ბ) ექსპლუატანტის გამოცდილებას და დისტანციური პილოტების კვალიფიკაციას;
ბ.გ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ტექნიკურ მახასიათებლებს;
გ) შემდეგი ინფორმაციას:
გ.ა) ექსპლუატანტის რეგისტრაციის ნომერს;
გ.ბ) მითითებას ექსპლუატანტის მიერ განხორციელებული საექსპლუატაციო რისკის შეფასებაზე;
გ.გ) საექსპლუატაციო შეზღუდვებს და უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის პირობებს;
გ.დ) ექსპლუატანტის მიერ განსახორციელებელ პრევენციულ ზომებს;
გ.ე) ადგილმდებარეობას(ებს), სადაც ნებადართულია ექსპლუატაციის განხორციელება;
გ.ვ) ყველა დოკუმენტაციას და ჩანაწერს, რაც უკავშირდება უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის სახეობას და იმ ნებისმიერი მოვლენის შეტყობინებას, რომელიც დადგენილია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის N17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესით“.
4. დეკლარაციის საფუძველზე ექსპლუატაციის განხორციელების მიზნით, საექსპლუატაციო დეკლარაციის ექსპლუატანტის მიერ სააგენტოში წარდგენისას, დეკლარაცია უნდა მოიცავდეს ამ წესის 28-ე მუხლში განსაზღვრულ ყველა ელემენტს;
5. ექსპლუატანტი უფლებამოსილია დაიწყოს დაგეგმილი ექსპლუატაციის განხორციელება მას შემდეგ, რაც იგი მიიღებს სააგენტოს თანხმობას წარდგენილი დეკლარაციის სისრულესა და შესაბამისობასთან დაკავშირები