1. დისტანციური პილოტი, რომელიც ახორციელებს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციას „ღია კატეგორიაში“, უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის II თავში განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

2. დისტანციური პილოტი, რომელიც ახორციელებს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციას „სპეციფიკურ კატეგორიაში“, უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ გაცემულ ექსპლუატაციის თამხმობით, სააგენტოს მიერ დამტკიცებული სტანდარტული სცენარით, ან მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მას დამატებით უნდა გააჩნდეს:

ა) საექსპლუატაციო პროცედურების (სტანდარტულ, გაუთვალისწინებელ და ავარიულ ვითარებაში მოქმედების პროცედურები, ფრენის დაგეგმვა, ფრენისწინა და ფრენისშემდგომი შემოწმება) გამოყენების უნარი;

ბ) სააერნაოსნო რადიოკავშირის წარმართვის უნარი;

გ) უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენის ტრაექტორიის და ავტომატური სისტემების მართვის უნარი;

დ) კოორდინირების და უპილოტო საჰაერო ხომალდის მართვის გადაცემის უნარი, საჭიროებისამებრ.

3. დისტანციური პილოტი, რომელიც ექსპლუატაციას ახორციელებს „მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაციის“ ფარგლებში, უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად გაცემული თანხმობით განსაზღვრულ მინიმალური კვალიფიკაციის მოთხოვნებ