1. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია ხორციელდება „სერტიფიცირებულ კატეგორიაში“, თუ:

ა) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა სერტიფიცირებულია ამ წესის 48-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) ექსპლუატაცია ითვალისწინებს ერთ-ერთს:

ბ.ა) ადამიანების თავშეყრის ადგილის თავზე ფრენა;

ბ.ბ) ადამიანის გადაყვანა;

ბ.გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

ბ.დ) საერთაშორისო ფრენის შესრულება;

გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულისა, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია განეკუთვნება „სერტიფიცირებულ კატეგორიას“, თუ სააგენტო ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული რისკის შეფასების საფუძველზე დაადგენს, რომ ექსპლუატაციის განხორციელებისთვის საჭიროა უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის და ექსპლუატანტის სერტიფიცირებ