უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემას უნდა გააჩნდეს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან ჩიკაგოს კონვენციის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის სერტიფიკატი, თუ:
ა) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის გაბარიტული ზომები 3 მეტრი ან მეტია და იგი დაპროექტებულია ისე, რომ მისი ექსპლუატაცია განხორციელდეს ადამიანების თავშეყრის ადგილის თავზე;
ბ) დაპროექტებულია ადამიანების ტრანსპორტირების მიზნებისთვის;
გ) დაპროექტებულია სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით და საჭიროებს მდგრადობის მაღალ დონეს მესამე პირების მიმართ არსებული რისკების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს სერიოზული ინციდენტის შემთხვევაში;
დ) გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ექსპლუატაციის „სპეციფიკურ“ კატეგორიაში და ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული რისკების შეფასებით დგინდება, რომ აღნიშნულ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რისკი ვერ იქნება საჭირო დონეზე შემცირებული საფრენად ვარგისობის სერტფიკატის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენების გარეშ