1. ექსპლუატანტი, რომელიც რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, ან არის სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი, საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის განხორციელებისთვის უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს;
2. მიუხედავად ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულისა, დისტანციური პილოტის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური დოკუმენტი, რომელიც გაცემულია სხვა სახელმწიფოში მოქმედი წესების შესაბამისად, ექვემდებარება სააგენტოს მიერ აღიარებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აღიარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატანტი სააგენტოს წარუდგენს იმ დოკუმენტაციას, რის საფუძველზეც გაცია სერტიფიკატი და სააგენტო მიიჩნევს, რომ ის მოთხოვნები, რომელთა საფუძველზე გაიცა აღნიშნული სერტიფიკატები, უზრუნველყოფს უსაფრთხოების იმავე დონეს, რაც ამ წესით არის გათვალისწინებულ