1. სააგენტო მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატს (LUC) გასცემს, თუ ექსპლუატანტი აკმაყოფილებს ამ წესის 39-ე, მე-40, და 41-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (LUC) მოიცავს:

ა) ექსპლუატანტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) ექსპლუატანტის უფლებამოსილებებს;

გ) ნებადართული ექსპლუატაციის ტიპ(ებ)ს;

დ) ექსპლუატაციისთვის ნებადართულ არეს, ზონას ან საჰაერო სივრცის კლასს, თუ ასეთი რამ გამოიყენება;

ე) ნებისმიერ სპეციალურ შეზღუდვებს ან პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაშ