მუხლი 37. სერტიფიცირებული აღჭურვილობის და სერტიფიცირებული უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენება
თავი III — უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია „სპეციფიკურ კატეგორიაში“
1. სერტიფიცირებული აღჭურვილობის და სერტიფიცირებული უპილოტო საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის სერტიფიკატის ან საფრენად ვარგისობის შეზღუდული სერტიფიკატის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ან ექსპლუატაციისას სერტიფიცირებული აღჭურვილობის გამოყენებისას, ექსპლუატანტმა უნდა აწარმოოს ექსპლუატაციის ან გამოყენების დროის ჩანაწერები სერტიფიცირებულ აღჭურვილობასთან დაკავშირებული ინსტრუქციების და პროცედურების ან ექსპლუატაციის თანხმობის შესაბამისად.
2. ექსპლუატანტმა უნდა დაიცვას უპილოტო საჰაერო ხომალდის სერტიფიკატით ან აღჭურვილობის სერტიფიკატით განსაზღვრული ინსტრუქციები. თავი IV მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (LUC