1. დისტანციურმა პილოტმა:
ა) არ უნდა განახორციელოს ექსპლუატაცია ალკოჰოლური და ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, ან თუ მისი ფიზიკური მდგომარეობა ტრავმის, გადაღლილობის, მედიკამენტების მიღების, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ბ) უნდა იქონიოს შესაბამისი კომპეტენცია, როგორც ეს განსაზღვრულია ექსპლუატაციის თანხმობით, სააგენტოს მიერ დამტკიცებული სტანდარტული სცენარით ან მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატით (LUC) და თან იქონიოს აღნიშნული კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციისას;
გ) უნდა გააჩნდეს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის “მწარმოებლის მომხმარებლის” სახელმძღვანელოს შესაბამისი ცოდნა.
2. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის დაწყებამდე, დისტანციურმა პილოტმა უნდა დაიცვას ყველა შემდეგი პირობა:
ა) მოიპოვოს განახლებული ინფორმაცია დაგეგმილ ექსპლუატაციასთან მიმართებაში, ნებისმიერ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონებთან დაკავშირებით, ამ წესის მე-16 მუხლში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ექსპლუატაცია განახორციელოს ექსპლუატაციის თანხმობაში ან საექსპლუატაციო დეკლარაციაში მოცემული ფარგლების და პირობების შესაბამის საექსპლუატაციო გარემოში;
გ) უზრუნველყოს, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა, დაგეგმილი ფრენის უსაფრთხოდ დასრულებისთვის და თუ ასეთი რამ გამოიყენება, შეამოწმოს, რომ პირდაპირი დისტანციური იდენტიფიცირების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად;
დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამის საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთვის, საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლებისთვის და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის.
3. ფრენისას დისტანციურმა პილოტმა:
ა) უნდა დაიცვას ექსპლუატაციის თანხმობით ან საექსპლუატაციო დეკლარაციით განსაზღვრული შეზღუდვები და პირობები;
ბ) უნდა აირიდოს ნებისმიერ პილოტირებად საჰაერო ხომალდთან შეჯახების რისკი და შეწყვიტოს ფრენა თუ ფრენის გაგრძელებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა საჰაერო ხომალდს, ადამიანებს, გარემოს ან ქონებას;
გ) უნდა დაიცვას საექსპლუატაციო შეზღუდვები, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონებში, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად;
დ) უნდა შეასრულოს ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული პროცედურები;
ე) არ უნდა შეასრულოს ფრენა საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილას ან მის სიახლოვეს, შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშ