1. „სპეციფიკურ კატეგორიაში“ ექსპლუატაციის დაწყებამდე, ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოსგან მოიპოვოს ექსპლუატაციის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) ექსპლუატაცია ხორციელდება ამ წესის 28-ე მუხლის შესაბამისად; ან

ბ) ექსპლუატანტი ფლობს მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატს (LUC) შესაბამისი პრივილეგიებით, ამ წესის IV თავის შესაბამისად.

2. ექსპლუატანტმა ხელახლა უნდა წარადგინოს განაცხადი ექსპლუატაციის თანხმობის მისაღებად, იმ შემთხვევაში, თუ იცვლება ექსპლუატაცია ან პრევენციული ზომები, რომლებიც მითითებულია ექსპლუატაციის თანხმობაში.

3. ექსპლუატაციის თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს რისკების შეფასებას ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად და ასევე შემდეგ ინფორმაციას:

ა) ექსპლუატანტის რეგისტრაციის ნომერი;

ბ) იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან ფიზიკური პირის შემთხვევაში, ექსპლუატანტის გვარი/სახელი;

გ) საექსპლუატაციო რისკის შეფასება;

დ) ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული პრევენციული ზომების ნუსხა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული პრევენციულ ზომებთან და რისკების შემცირებასთან დაკავშირებით;

ე) მესამე პირების მიმართ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მზღვეველის დადასტურება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გაცემული იქნება ექსპლუატაციის დაწყების თარიღამდ