ექსპლუატანტი ვალდებულია:

ა) შეიმუშაოს საექსპლუატაციო პროცედურები, რომლებიც ექსპლუატაციის ტიპსა და თანმხლებ რისკებს შეესაბამება;

ბ) არასასურველი დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს რადიოსიხშირეების დიაპაზონის ეფექტური გამოყენება ყოველი ექსპლუატაციისას;

გ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის თითოეული ფრენისას განსაზღვროს დისტანციური პილოტი;

დ) უზრუნველყოს, რომ დისტანციური პილოტები და ექსპლუატაციაში ჩართული პირები გაცნობილნი არიან უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის მწარმოებლის მიერ შემუშავებულ „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ და ასევე:

დ.ა) დისტანციურ პილოტებს გააჩნიათ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის დაგეგმილი ექსპლუატაციის ქვეკატეგორიის შესაბამისი კომპეტენცია, ამ წესის 21-ე, 22-ე ან 23-ე მუხლებში განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით, მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით და ექსპლუატაციაში ჩართული პირებს მათი საექსპლუატაციო ვალდებულებების შესაბამისად, გავლილი აქვს ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული პრაქტიკული სწავლება;

დ.ბ) სრულად გაცნობილნი არიან ექსპლუატანტის მიერ შემუშავებულ პროცედურებს;

დ.გ) უზრუნველყოფილნი არიან უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის დაგეგმილ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ნებისმიერ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონასთან დაკავშირებით ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად;

ე) განაახლოს გეოინფორმირების სისტემაში შემავალი ინფორმაცია, როდესაც ამ სისტემის გამოყენება საჭიროა დასახული ექსპლუატაციის ადგილის თავისებურებიდან გამომდინარე;

ვ) იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპლუატაცია ხორცილდება ამ წესის 52-ე - 56-ე მუხლებით განსაზღვრული უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების კლასებიდან ერთ-ერთით, უზრუნველყოს, რომ:

ვ.ა) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემას გააჩნდეს მწარმოებლის შესაბამისობის დამადასტურებელი დეკლარაცია (Declaration of Conformity), შესაბამის კლასის მითითებით; და

ვ.ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდზე დატანილი იყოს კლასის საიდენტიფიკაციო ნიშანი.

ზ) (A2) ან (A3) ქვეკატეგორიებში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის შემთხვევაში უზრუნველყოს, რომ ექსპლუატაციაში მონაწილე ყველა პირი, რომელიც იმყოფება ექსპლუატაციის არეში, ინფორმირებულია რისკების შესახებ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ექსპლუატაციაშ