1. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია „ღია კატეგორიაში“ იყოფა (A1), (A2) და (A3) ქვეკატეგორიებად.
2. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ხმელეთის ზედაპირიდან არაუმეტეს 120 მეტრის სიმაღლეზე. აღნიშნული მანძილი იზომება ისეთი გეოგრაფიული მახასიათებლების (ხმელეთის ზედაპირის) გათვალისწინებით, როგორიცაა ვაკე, ბორცვები და ა.შ.
3. როდესაც უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება 105 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე შენობა-ნაგებობის გარშემო 50 მეტრი ჰორიზონტალური მანძილის ფარგლებში, აღნიშნული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის/მფლობელის მოთხოვნით, ექსპლუატაციის მაქსიმალური სიმაღლე შეიძლება გაიზარდოს შენობა-ნაგებობის სიმაღლის თავზე არაუმეტეს 15 მეტრის სიმაღლით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულის მიუხედავად უპილოტო პლანერი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა, სასარგებლო ტვირთის ჩათვლით 10 კგ-ზე ნაკლებია, ფრენისას შესაძლოა იმყოფებოდეს ხმელეთის ზედაპირიდან 120 მეტრის სიმაღლეზე უფრო მაღლა იმ პირობით, რომ უპილოტო პლანერი მუდმივად ინარჩუნებს არაუმეტეს 120 მეტრის სიმაღლეს დისტანციური პილოტის ადგილმდებარეობის თავზე