უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია „ღია კატეგორიის“ (A2) ქვეკატეგორიაში უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ პირობას:

ა) უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენა არ სრულდება არამონაწილე პირების თავზე და სრულდება მათგან არანაკლებ 30 მეტრის უსაფრთხო ჰორიზონტალური მანძილის დაშორებით. დისტანციური პილოტი უფლებამოსილია უსაფრთხო ჰორიზონტალური მანძილი შეამციროს არანაკლებ 5 მეტრამდე არამონაწილე პირებისგან, ფრენის „დაბალ სიჩქარიანი“ (low speed mode) რეჟიმის გამოყენებით და შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ა.ა) მეტეოროლოგიური პირობები;

ა.ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის მახასიათებლები;

ა.გ) ფრენის არის სეგრეგაცია (გამოყოფა).

ბ) ფრენა სრულდება დისტანციური პილოტის მიერ, რომელიც გაცნობილია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის მწარმოებლის „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ და ფლობს ამ წესის ან „COMMISSION IMPLEMENTING REGULATION (EU) 2019/947 of 24 May 2019 on the rules and procedures for the operation of unmanned aircraft“ რეგულაციის შესაბამისად გაცემულ დისტანციური პილოტის კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატს. წინამდებარე წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით აღნიშნული სერტიფიკატი დისტანციურ პილოტს მოპოვებული უნდა ჰქონდეს შემდეგი პირობების თანამიმდევრული შესრულების შედეგად:

ბ.ა) ამ წესის 21-ე მუხლის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გავლილი აქვს ონლაინსასწავლო კურსი და ჩაბარებული აქვს შესაბამისი თეორიული გამოცდა;

ბ.ბ) ამ წესის 23-ე მუხლის „ა“ და “ბ“ პუნქტებში განსაზღვრულ (A3) ქვეკატეგორიის საექსპლუატაციო პირობებში შესრულებული აქვს პრაქტიკული ფრენები;

ბ.გ) ჩაბარებული აქვს სააგენტოს ონლაინ დამატებითი თეორიული გამოცდა ამ წესის შესაბამისად ან „COMMISSION IMPLEMENTING REGULATION (EU) 2019/947 of 24 May 2019 on the rules and procedures for the operation of unmanned aircraft “ რეგულაციის შესაბამისად. სააგენტოს ონლაინდამატებითი თეორიული გამოცდა მოიცავს არანაკლებ 30 კითხვას, რომელიც აფასებს დისტანციური პილოტის ცოდნას სახმელეთო რისკის ტექნიკური და საექსპლუატაციო პრევენციის კუთხით და რომელიც შესაბამისად გადანაწილებულია შემდეგ საკითხებზე:

ბ.გ.ა) მეტეოროლოგია;

ბ.გ.ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის საფრენოსნო მახასიათებლები;

ბ.გ.გ) სახმელეთო რისკის ტექნიკური და საექსპლუატაციო პრევენცია.

გ) ფრენა სრულდება უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემით, რომელიც მარკირებულია ნიშნით ამ წესის N3 დანართის შესაბამისად და აკმაყოფილებს ამ წესის 54-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და რომელიც პირდაპირი დისტანციური იდენტიფიცირების და გეოინფორმირების აქტიური და განახლებული სისტემებითაა აღჭურვილ