1. სააგენტო განსაზღვრავს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიული ზონებს, სადაც:
ა) აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ყველა ან კონკრეტული სახის ექსპლუატაცია; უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის კონკრეტული ან ყველა სახის ექსპლუატაცია დაშვებულია გარკვეული პირობებით; უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის კონკრეტული ან ყველა სახის ექსპლუატაცია დაშვებულია ექსპლუატაციის თანხმობით;
ბ) ნებადართულია მხოლოდ გარკვეული კლასების უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაცია;
გ) ნებადართულია მხოლოდ იმ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაცია, რომლებიც აღჭურვილია გარკვეული ტექნიკური შესაძლებლობებით, კერძოდ, დისტანციური იდენტიფიცირების ან გეოინფორმირების სისტემებით.
2. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციისთვის შესაძლოა, ასევე განისაზღვროს, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიული ზონები, სადაც უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია განხორციელდება „ღია კატეგორიაში“ არსებული ერთი ან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე;
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიულ ზონებში, უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის გეოგრაფიული ზონების ფარგლებსა და მოქმედების ვადის პერიოდშ