1. წინამდებარე წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, სააგენტო გასცემს თანხმობას მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაციის მიერ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციაზე;
2. თანხმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოდელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პროცედურები, მისი საორგანიზაციო სტრუქტურა და მენეჯმენტის სისტემა უზრუნველყოფს, რომ:
ა.ა) დისტანციური პილოტები, რომლებიც ფრენებს ახორციელებენ მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაციის ფარგლებში, ინფორმირებულნი იქნებიან სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობით განსაზღვრული პირობების და შეზღუდვების შესახებ;
ა.ბ) დისტანციური პილოტები, რომლებიც ფრენებს ახორციელებენ მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაციის ფარგლებში, გაივლიან შესაბამის მომზადებას უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, თანხმობით განსაზღვრული პირობების და შეზღუდვების შესაბამისად, საჭირო მინიმალური კვალიფიკაციის მისაღებად;
ა.გ) მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაცია მიიღებს სათანადო ზომებს, იმ დისტანციური პილოტის მიმართ, რომელიც ფრენებს ასრულებს მოდელი საჰაერო ხომალდის კლუბის ან ასოციაციის ფარგლებში და არ იცავს სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობით განსაზღვრულ პირობებს და შეზღუდვებს. მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაცია აღნიშნულის შესახებ შეატყობინებს სააგენტოს;
ა.დ) მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაცია სააგენტოს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტაციას სააგენტოს მოთხოვნისამებრ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა განსაზღვრავს მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაციის ფარგლებში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის პირობებს;
მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტი ორგანიზაციის წევრი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისა