1. ვალიდაციის ეტაპზე შეიძლება იდენტიფიცირდეს მოდელთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები სხვადასხვა გარემოების გამო, მათ შორის:
ა) საკრედიტო რისკზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების გაუთვალისწინებლობა საკრედიტო რისკის რეიტინგისა და ECL-ის მოდელირების პროცესში;
ბ) ახალი საკრედიტო რისკის ფაქტორების გაუთვალისწინებლობა, რომლებიც წარმოიშვა ეკონომიკური პირობების ცვლილების გამო;
გ) მონაცემთა შეზღუდულობა;
დ) მოდელის არასაკმარისი სიმძლავრე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების კომპენსაცია უნდა განხორციელდეს მოდელის კორექტირების გზით.
3. მოდელის კორექტირებისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გამოცდილებაზე დაფუძნებული ექსპერტული შეფასება ან/და დამხმარე მოდელი.
4. მოდელის კორექტირების აუცილებლობა შეიძლება მომდინარეობდეს განმეორებადი საკრედიტო რისკის ფაქტორებიდან ან არაგანმეორებადი ფაქტორებიდან.
5. გამოცდილებაზე დაფუძნებული ექსპერტული შეფასებით მოდელის კორექტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოდელის კორექტირების საჭიროება გამოწვეულია:
ა) არაგანმეორებადი ფაქტორებით;
ბ) განმეორებადი საკრედიტო რისკის ფაქტორებით, თუ მათი მოდელში გათვალისწინება დაკავშირებულია არაგონივრულ ხარჯებთან, ან არ არსებობს შესაბამისი მონაცემები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, განმეორებადი საკრედიტო რისკის ფაქტორებით განპირობებულ მოდელის გამოცდილებაზე დაფუძნებული მსჯელობით კორექტირებას უნდა ჰქონდეს დროებითი ხასიათი, ვიდრე ძირითად მოდელში არ მოხდება დეფიციტური ფაქტორის ასახვა. მოდელის განახლება (მაგ. დეფიციტური ფაქტორების ასახვა) უნდა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სარგებლის მიღების მიზნით გადახრები (bias) და მანიპულაციები.
7. კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს დროში გაწერილი სამუშაო გეგმა მოდელის განახლებისათვის და ერთჯერად კორექტირებაზე დამოკიდებულების შემცირებისათვის. თუ მოდელს აღენიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, მოდელი უნდა ჩანაცვლდეს ახალი მოდელი