მუხლი 44. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელი
თავი XI — გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევება
1. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის შესახებ. კომისია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელს და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელია ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევება.
3. თუ 2011 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით ან მანამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს მიეკუთვნებოდა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონებრივი განცალკევების მოდელისგან გამონაკლისის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მოდელი ამ კანონის 46-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად.
4. დაუშვებელია განხორციელებული გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის ჩანაცვლება სხვა ისეთი მოდელით, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უფრო ნაკლებ ხარისხს გულისხმობს და გამოიწვევს გადამცემი სისტემის ოპერატორის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან ან მის ნაწილთან უფრო მჭიდრო დაკავშირებას ან მასზე დამოკიდებულების გაზრდას.
5. დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევების მოდელის განხორციელების მიზნით მიღებული ზომებისთვის ხელის შეშლა.
6. განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელი 1. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის შესახებ. კომისია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელს და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელია ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევება. 3. თუ 2011 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით ან მანამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს მიეკუთვნებოდა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონებრივი განცალკევების მოდელისგან გამონაკლისის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მოდელი ამ კანონის 46-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად. 4. დაუშვებელია განხორციელებული გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის ჩანაცვლება სხვა ისეთი მოდელით, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უფრო ნაკლებ ხარისხს გულისხმობს და გამოიწვევს გადამცემი სისტემის ოპერატორის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან ან მის ნაწილთან უფრო მჭიდრო დაკავშირებას ან მასზე დამოკიდებულების გაზრდას. 5. დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევების მოდელის განხორციელების მიზნით მიღებული ზომებისთვის ხელის შეშლა. 6. განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზე .
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 44, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-44/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია