1. კომისია უფლებამოსილია, ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილი ქონებრივი განცალკევებიდან გამონაკლისის სახით, ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად განახორციელოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია.

2. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი აკმაყოფილებს ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი ფლობს საჭირო ფინანსურ, ტექნიკურ, ფიზიკურ და ადამიანურ რესურსებს, რათა შეასრულოს ამ კანონის 51-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციები და ვალდებულებები;

გ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ამ კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად;

დ) გადამცემი სისტემის მესაკუთრე განაცხადებს, რომ აქვს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების სათანადო შესაძლებლობა, რის დასტურადაც წარმოადგენს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატსა და სხვა შესაბამის საწარმოებთან (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში) წინასწარ შეთანხმებულ, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებს;

ე) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატს აქვს სათანადო შესაძლებლობა, შეასრულოს გადამცემ სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს, სხვა საკითხებთან ერთად, გადამცემი სისტემის ოპერატორებთან თანამშრომლობას ევროპულ და რეგიონულ დონეებზ