მუხლი 39. ბუნებრივი გაზის წარმოების სავალდებულო პირობები
თავი IX — ბუნებრივი გაზის წარმოება
1. ბუნებრივი გაზის წარმოება შეიძლება განახორციელოს იმ საწარმომ, რომელსაც ექსპლუატაციაში შესულმოწყობილობაში ბუნებრივი გაზის დამუშავების ავტორიზაცია აქვს და ამ მოწყობილობის ოპერირებას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს.
2. ბუნებრივი გაზის ყველა მწარმოებელი, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის მიერ მისი ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციის შემდეგ ივაჭროს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. ბუნებრივი გაზის წარმოების სავალდებულო პირობები 1. ბუნებრივი გაზის წარმოება შეიძლება განახორციელოს იმ საწარმომ, რომელსაც ექსპლუატაციაში შესულმოწყობილობაში ბუნებრივი გაზის დამუშავების ავტორიზაცია აქვს და ამ მოწყობილობის ოპერირებას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს. 2. ბუნებრივი გაზის ყველა მწარმოებელი, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის მიერ მისი ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციის შემდეგ ივაჭროს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად .
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 39, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-39/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია