ა) აწარმოოს ელექტროენერგია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტისა და სალიცენზიო პირობებში აღნიშნული ენერგიის წყაროს მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით;
ბ) დადოს ხელშეკრულებები ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით დადგენილი პირობების დაცვით;
გ) დადოს ხელშეკრულებები დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურების გაწევის შესახებ ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების დაცვით;
დ) ჰქონდეს დაშვება ელექტროენერგიის გადამცემ ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემასთან ამ კანონით, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. ელექტროენერგიის მწარმოებლის უფლებები ელექტროენერგიის მწარმოებელი უფლებამოსილია: ა) აწარმოოს ელექტროენერგია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტისა და სალიცენზიო პირობებში აღნიშნული ენერგიის წყაროს მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით; ბ) დადოს ხელშეკრულებები ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით დადგენილი პირობების დაცვით; გ) დადოს ხელშეკრულებები დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურების გაწევის შესახებ ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების დაცვით; დ) ჰქონდეს დაშვება ელექტროენერგიის გადამცემ ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემასთან ამ კანონით, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად; ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით .
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 33, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-33/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია