1. ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მშენებლობა, მოვლა-პატრონობა, ოპერირება და გადამცემ ქსელთან ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით, დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებს, ნორმებსა და სხვა სავალდებულო პირობებს, გარემოსთან, საზოგადოების უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლით.
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. ელექტროენერგიის წარმოების პირობები 1. ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მშენებლობა, მოვლა-პატრონობა, ოპერირება და გადამცემ ქსელთან ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით, დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებს, ნორმებსა და სხვა სავალდებულო პირობებს, გარემოსთან, საზოგადოების უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლით. 2. ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი წესით .
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 32, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-32/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია