1. კომერციულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ რეპუტაციული საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (სშგი) მიერ გამოქვეყნებული საკრედიტო რეიტინგები.

2. გარე რეიტინგების მინიჭების მეთოდოლოგია უნდა იყოს მდგრადი, სისტემატური და უნდა ექვემდებარებოდეს ისტორიულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ დამოუკიდებელ ვალიდაციას. რეიტინგების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს მუდმივად, მათ შორის, შესაფასებელი სუბიექტის ფინანსური მდგომარეობის ცვლილებების შემთხვევაში.

3. კომერციულ ბანკს გარე რეიტინგის გამოყენების შემთხვევაში უნდა გააჩნდეს ცოდნა გარე რეიტინგის მინიჭების მოდელის შესახებ, უნდა იცნობდეს მოდელის ინტუიციას, ლოგიკას, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ტექნიკურ მხარესა და ვალიდაციის დოკუმენტს. გარე რეიტინგის გამომყენებელმა სუბიექტმა უნდა განახორციელოს შედეგების ანალიზი წარსულ დროის პერიოდზე (back-testing) საკუთარ ისტორიულ მონაცემებზე და დარწმუნდეს, რომ მოდელის სიზუსტე შესაბამისია წარსულ დროის პერიოდზე კომერციული ბანკის შედეგების ანალიზის (back-testing) პოლიტიკით განსაზღვრულ რისკის აპეტიტთა