1. რისკის დიფერენციაციის დონემ უნდა უზრუნველყოს, რომ რეიტინგში ფინანსური ინსტრუმენტის რაოდენობა საკმარისი იყოს მოცემული რეიტინგის ზარალის მახასიათებლების შესაფასებლად და ვალიდაციისათვის. ამასთან, მსესხებელთა რაოდენობის კონცენტრაცია არ უნდა იყოს გადაჭარბებული რომელიმე ჯგუფში; როგორც მნიშვნელოვანი კონცენტრაცია, ასევე ჯგუფში ზედმეტად მცირე მსესხებლების არსებობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დასაბუთებულია ამ მსესხებელთა რისკის ერთგვაროვნების დამაჯერებელი ემპირიული მტკიცებით.
2. მიკრობანკებს, რომელთა პორტფელი კონცენტრირებულია კონკრეტულ საბაზრო სეგმენტში და დეფოლტის რისკის დიაპაზონში, ამ დიაპაზონში უნდა ჰქონდეთ საკმარისი გრადაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული მსესხებლების ზედმეტი კონცენტრაცია კონკრეტულ რეიტინგშ