1. ისეთი პორტფელის შემთხვევაში, სადაც მონაცემები შეზღუდულია  რეკომენდებულია მიგრაციის მატრიცაზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება. მიგრაციის მატრიცა რეკომენდებულია დაეფუძნოს მსესხებლების რეიტინგებს. ვადაგადაცილებული დღეების  მიხედვით მიგრაციის მატრიცის აგება შესაძლებელია, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) არ არსებობს მოცემული პორტფელის კლიენტების შიდა/გარე რეიტინგები;

ბ) კლიენტების რეიტინგის მოძიება დაკავშირებულია არაგონივრულ ხარჯთან;

გ) მონაცემთა შეზღუდულობის გამო მიგრაციის მატრიცისგან განსხვავებული მოდელების გამოყენება ვერ ხერხდება.

2. მაკროეკონომიკური ინფორმაცია შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს უშუალოდ მიგრაციის მატრიცაში (მაგალითად, ვასიჩეკის მოდელი) ან სატელიტი მოდელის საშუალებით (მაგალითად, გაუფასურებულ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და მაკროეკონომიკურ ცვლადებს შორის კავშირის მოდელირება). მოდელში გათვალისწინებული უნდა იყოს ცვლადების არაერთგვაროვანი და არაწრფივი გავლენა საკრედიტო რისკზე.

3. საცალო, მცირე და საშუალო და მიკროსეგმენტების  შემთხვევაში, სადაც მონაცემები შეზღუდული არ არის, მიკრობანკმა უნდა გამოიყენოს უფრო დახვეწილი, რეგრესიული ტიპის მოდელები, სადაც შესაძლებელია მიკრომონაცემების გამოყენება.  აღნიშნული მოდელები მეტი დისკრიმინაციისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და, შესაბამისად, აუმჯობესებს პროგნოზის სიზუსტეს. ასეთ მოდელებს განეკუთვნება ლოგისტიკური, გადარჩენის ანალიზის (survival analysis) მოდელები და სხვ. დასაშვებია, ასევე, რეიტინგებზე დაფუძნებული მიგრაციის მატრიცის გამოყენებ