1. მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული საპროგნოზო პერიოდის მანძილზე, რომელიც უნდა იყოს არაუმცირეს სამი წლისა. აღნიშნული პერიოდის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში.

2. დეტალური საპროგნოზო პერიოდის მიღმა პროგნოზის გაკეთებისას კომერციულ ბანკს  შეუძლია იხელმძღვანელოს გრძელვადიან ისტორიულ საშუალო ზარალზე დაყრდნობით. გრძელვადიანი ისტორიული საშუალო ზარალის გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემების დაფარვის პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ ხუთი წელი.

3. საპროგნოზო ინფორმაციის გათვალისწინება უნდა მოხდეს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის სამივე კომპონენტის (დეფოლტის ალბათობა (შემდგომში - PD), ზარალი დეფოლტის შემთხვევაში (შემდგომში - LGD) და ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა დეფოლტის დადგომისას (შემდგომში - EAD)) მოდელირებისას;  თითოეული სცენარის მიხედვით უნდა მოხდეს ფინანსური ინსტრუმენტებისათვის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გაანგარიშება. თითოეული სცენარით დათვლილი მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგი უნდა შეიწონოს სცენარების მოხდენის ალბათობით.

4.  კომერციულმა ბანკმა მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დასათვლელად უნდა გამოიყენოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური სცენარები. საკუთარი სცენარების გამოყენების შემთხვევაში,  კომერციულმა ბანკმა  უნდა აჩვენოს და დაასაბუთოს მის მიერ გამოყენებული ალტერნატიული წყაროს უპირატესობა.

5.  საკუთარი სცენარების გამოყენების შემთხვევაში მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზი უნდა განხორციელდეს გამართული ანალიტიკური ჩარჩოს საშუალებით, რომელიც სტრუქტურულ საპროგნოზო მოდელს ეფუძნება. მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზირებისას დაუშვებელია უნივარიაციული დროითი მწკრივის მოდელების გამოყენება (მათ შორის, ARIMA, AR, MA  და სხვ.).

6. სტატისტიკური  ტესტირებების  გარდა  მოდელის  მიერ  განხორციელებული  პროგნოზი  დამატებით  უნდა  შემოწმდეს  ექსპერტული  მსჯელობით, რათა დადასტურდეს მისი  გონივრულობ