1.  კომერციულმა ბანკმა ფინანსური ინსტრუმენტს რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსი უნდა მიანიჭოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ა) ფინანსური ინსტრუმენტის განახლების ან მისი დაფარვის ვადის გაგრძელების რაოდენობა;

ბ) ფინანსური ინსტრუმენტის საერთო ვადის ცვლილება მის თავდაპირველ ვადასთან შედარებით;

გ) ფინანსური ინსტრუმენტის პროცენტის დაფარვის ვადების ცვლილება თავდაპირველ ვადებთან შედარებით;

დ) ფინანსური ინსტრუმენტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების პირობების კონკრეტული ცვლილებები და ამ ცვლილებების მიზეზები.

2.  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საპროცენტო განაკვეთის ნებისმიერ შემცირებას საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე უფრო დაბალი განაკვეთით, ვადის გაგრძელებას და ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც უკავშირდება მოცემულ პირობებს.

3.  ნებისმიერი ტიპის რესტრუქტურიზაციის/რეფინანსირების/საყურადღებო მოდიფიკაციის შესახებ კომერციული ბანკის გადაწყვეტილება, უნდა ეფუძნებოდეს მსესხებელთა ფინანსურ ანალიზს, რომელიც სრულყოფილად უნდა იქნეს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკისთვის.

4.  ფინანსური ინსტრუმენტის რესტრუქტურიზაციის შედეგად, მისი საკრედიტო რისკის კატეგორია უნდა გაუარესდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება  ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტის აღიარების შეწყვეტა ან კმაყოფილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.

5. რესტრუქტურიზაციის შედეგად ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტის აღიარების შეწყვეტის შემთხვევაში, ახალ ფინანსური ინსტრუმენტს საკრედიტო რისკიდან გამომდინარე უნდა მიენიჭოს შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტის (POCI) ან დასაბუთებული გამონაკლისის შემთხვევაში პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორია. ამასთან, ახალ ფინანსურ ინსტრუმენტს  რესტრუქტურიზებული სტატუსი ენიჭება ნებისმიერ შემთხვევაში, ხოლო მაღალი საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ინსტრუმენტი დაკლასიფიცირდა პირველი საკრედიტო რიკის კატეგორიაში.

6.  თუ ფინანსური ინსტრუმენტის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა მსესხებლის ფინანსური ანალიზის გარეშე შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო, ფინანსური ინსტრუმენტი უნდა კლასიფიცირდეს მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში.

7.  კომერციულ ბანკს შეუძლია მე-2 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტის რესტრუქტურიზაციის შემდეგ რისკის კატეგორიის უცვლელად დატოვება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ინსტრუმენტი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს შესაბამისი რისკის კატეგორიის პირობას.

8.   თუ ახალ მსესხებელს ან თანამსესხებელს გადაეცემა რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი გაუარესებული საკრედიტო რისკის კატეგორიით და მას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა დაფაროს ყველა გადაუხდელი ვალდებულება შეთანხმებული დროის მანძილზე, ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტს უნდა მიენიჭოს მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორია ან შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტის (POCI) კატეგორია.

9.  რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსი არ გაუმჯობესდება, თუ ახალი მსესხებელი ან თანამსესხებელი არის მსესხებლის ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის წევრი. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების“ შესაბამისად.

10.  კომერციული ბანკის საკრედიტო რისკების შეფასებაზე პასუხისმგებელი მიმართულება ვალდებულია პერიოდულად განიხილოს რესტრუქტურიზებული და მნიშვნელოვნად გაზრდილი საკრედიტო რისკის სტატუსის მქონე ფინანსური ინსტრუმენტებისათვის მათი გაუფასურებულ ფინანსურ ინსტრუმენტად აღიარების საკითხი.

11. ფინანსური ინსტრუმენტი აღარ ჩაითვლება რესტრუქტურიზებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რესტრუქტურიზაციიდან გასულია 1 წელზე მეტი და ბოლო 1 წლის განმავლობაში ფინანსურ ინსტრუმენტს მინიჭებული აქვს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორი