1. მსესხებლის საკრედიტო რისკის კატეგორიის ინდივიდუალურად განსაზღვრის მატერიალურობის დადგენისას, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს არამარტო მოცემული ფინანსური ინსტრუმენტის, არამედ, მსესხებელთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტების კუმულატიური მოცულობა. თუ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების მოცულობა მატერიალურია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაშინ თითოეული მსესხებელი უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად.
2. მსესხებელი საკრედიტო რისკის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად:
ა) თუ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა მაღალი საკრედიტო რისკის სტატუსის მქონე ფინანსური ინსტრუმენტებისა, კლასიფიცირებულია პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში და მათი მოცულობა კომერციული ბანკის პირველადი კაპიტალის 1.0%-ზე მეტია;
ბ) თუ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემულია მაღალი საკრედიტო რისკის სტატუსის მქონე, მე-2 ან მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები ან შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტის სტატუსის მქონე ფინანსური ინსტრუმენტები და მათი მოცულობა კომერციული ბანკის პირველადი კაპიტალის 0.5%-ზე მეტია;
გ) თუ შესაფასებლად გამოსაყენებელი ინფორმაცია კომერციული ბანკისთვის ხელმისაწვდომია მიზანშეუწონელი დანახარჯების ან ძალისხმევის გარეშე;
დ) ამ პუნქტის „ა“- „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, კომერციული ბანკის შეფასებით, მსესხებელი ინდივიდუალურად მნიშვნელოვანია.
3. ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი შესაძლოა შეფასდეს კოლექტიურად, თუ ფინანსური ინსტრუმენტი მიეკუთვნება პირველი ან მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას.
4. ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრედიტო რისკის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით შესაძლოა შეფასდეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად.
5. საკრედიტო რისკის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, მსესხებლის ინდივიდუალური შეფასებისას, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს ყველა დაკავშირებული ფაქტი და მოვლენა, სავარუდო ეკონომიკური სცენარები, რომლებიც განსხვავდება ისტორიული გამოცდილებისაგან და შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მსესხებლის საკრედიტო რისკის შეფასებასა და მოსალოდნელ ზარალთან.
6. მსესხებლის საკრედიტო რისკის ინდიკატორების ანალიზთან ერთად კომერციულმა ბანკმა საკრედიტო რისკის კატეგორიის ინდივიდუალური შეფასებისას დამატებით უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის:
ა) შემოსავლის წყაროების განგრძობითობა, რომლითაც აუცილებელია ვალდებულებების დაგეგმილ ვადაში მომსახურება;
ბ) საკმარისი თავისუფალი ფულადი სახსრები, რომ შესაძლებელი იყოს დაგეგმილი გადახდების მთლიანად მომსახურება. სამომავლო ფულადი ნაკადების გაუმჯობესების შემთხვევაში, როდესაც არსებობს შემოსავლის ან ფულადი ნაკადების შემცირების ისტორიული ტენდენცია, გაუმჯობესება არ უნდა იგეგმებოდეს გონივრული მტკიცებულების არსებობის გარეშე;
გ) კაპიტალური და სხვა საინვესტიციო ხარჯები, რომლებიც აუცილებელია დაგეგმილი საოპერაციო შესაძლებლობების შენარჩუნებისა და გაფართოებისათვის;
დ) მსესხებლის მიერ დივიდენდების გადახდა;
ე) მიმდინარე ლევერიჯის დონე და, ასევე, ლევერეჯის დონის მოსალოდნელი ცვლილება;
ვ) მზაობა და სურვილი, დროულად და სრულად მოემსახუროს ვალდებულებებს;
ზ) დამატებითი თავისუფალი სახსრების მოზიდვის უნარი, რომელიც მსესხებელს შეუძლია მიიღოს თავისუფალი აქტივების გაყიდვით ანდა დამფუძნებლის შენატანით და მსესხებელს შეუძლია ამ თანხების მიმართვა არსებული ვალდებულებების დასაფარად. აღნიშნული ფულადი სახსრების გათვალისწინებისას კომერციულ ბანკმა უნდა:
ზ.ა) გაანალიზოს ამ სახსრების მიღების წყარო;
ზ.ბ) დაასაბუთოს ამ სახსრების მიღების გონივრულობა და მისი შეუფერხებლად განკარგვის შესაძლებლობა.
თ) საქმიანობისათვის დამახასიათებელი განმეორებადი და შესაძლო ერთჯერადი ქცევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე;
ი) უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების ცვლილება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვალდებულების შესრულებაზე;
კ) ინდუსტრიის თავისებურებები, რომელშიც მსესხებელი ოპერირებს, არსებული და მოსალოდნელი ინდუსტრიული და ეკონომიკური ტენდენციების ჩათვლით, რომელთაც შეიძლება ეფექტი ჰქონდეთ მსესხებლის მიმდინარე ან მომავალ ფულად ნაკადებზე.
7. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის შეფასება უნდა განხორციელდეს იმ დაშვებით, რომ ჯგუფში შემავალი ყველა მსესხებლის მიერ წარმოქმნილი ფულადი ნაკადები (მათ შორის, უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციით წარმოქმნილი) გამოყენებული იქნება ჯგუფზე არსებული მთლიანი დარჩენილი ვალდებულების დასაფარად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს რაიმე სხვა მტკიცებულება, რომ ჯგუფის ერთი მსესხებლის მიერ წარმოქმნილი ფულადი ნაკადები არ იქნება გამოყენებული ჯგუფის სხვა მსესხებლების ფინანსური ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების დასაფარად.
8. ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს უახლეს ფინანსურ და მსესხებელთან დაკავშირებულ სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
9. მსესხებლის საკრედიტო რისკის კატეგორიის, განსაზღვრისას კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული კონტამინაციის პრინციპები. თუ კომერციული ბანკი მსესხებლის ერთ ფინანსურ ინსტურმენტს აფასებს ინდივიდუალურად და მისი საკრედიტო რისკის კატეგორია განისაზღვრება როგორც მე-2 ან მე-3 დონე, კომერციულმა ბანკმა ამ მსესხებლის ან ურთერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის დანარჩენი ფინანსური ინსტუმენტებიც ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს კონტამინაციის პრინციპების დასაკმაყოფილებლა