1. მონაცემების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს  №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულებით“ განსაზღვრულ პრინციპებსა და მოთხოვნებს.

2. კომერციულმა ბანკმა მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასების მოდელის განვითარების, ტესტირებისა და დანერგვისათვის უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო მონაცემის მოპოვება აუცილებელი დეტალიზაციით, მაღალი ხარისხით.

3. დაუშვებელია მოძველებული მონაცემების გამოყენება. მონაცემების განახლების სიხშირე უნდა იყოს შესაბამისი მოდელის მიზნებთან და სხვა მონაცემების ხელმისაწვდომობასთან.

4. მოდელის ასაგებად გამოყენებული მონაცემები უნდა შეადგენდეს ან საკმარისად ასახავდეს კომერციული ბანკის შესაბამისი პორტფელის/ჰომოგენური ჯგუფის მონაცემებს და უნდა მოიცავდეს სულ მცირე ხუთ წელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციულ ბანკს საკმარისი ისტორიული მონაცემები არ გააჩნი