1. EAD-ის გამოთვლის პროცესში მიკრობანკმა კონსერვატიულობის  უზრუნველყოფის მიზნით არ უნდა აარიდოს თავი წინასწარ გადახდების მოდელირებას და ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოს საპროგნოზო ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაბუთებულია, რომ საპროგნოზო ინფორმაცია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

2. რევოლვირებადი ფინანსური ინსტრუმენტებისთვის უნდა განხორციელდეს მოსალოდნელი უტილიზაციის განსაზღვრა EAD ფაქტორის (EADF), კონვერსიის ფაქტორისა (CCF) ან/და სესხის ექვივალენტი ფინანსური ინსტრუმენტის (LEQ) მოდელირების საშუალებით. CCF-ისა და LEQ-ის მოდელირებისათვის უმჯობესია შეკვეცილი ტობით (truncated Tobit) რეგრესიის, ხოლო EADF-ის მოდელირებისათვის ბეტა რეგრესიის გამოყენება.

3. არარევოლვირებადი ფინანსური ინსტრუმენტებისთვის რეკომენდირებულია განხორციელდეს წინასწარ გადახდის მოდელირება. ამისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას (პანელური) ლოგისტიკური, მანქანური სწავლების ან/და გადარჩენის ანალიზის მოდელები.

4. მიკრობანკს EAD-ის მოდელირებისას შეუძლია გამოიყენოს სხვა მიდგომა, თუ დაასაბუთებს მის უპირატესობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მიდგომებთან მიმართებით.

5. თუ მონაცემთა შეზღუდულობის გამო სტატისტიკური, ეკონომეტრიკული და მანქანური სწავლების მეთოდებით ვერ ხერხდება რობასტული მოდელის აგება, უტილიზაციის დონე (მაგალითად, კონვერსიის ფაქტორი) და წინასწარ გადახდების მოცულობა შეიძლება შეფასდეს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპერტული მსჯელობის საშუალები