1. საკრედიტო რისკის რეიტინგის მინიჭების ფუნქციის განვითარებამ უნდა მოიცვას უნივარიაციული და მრავალმხრივი ანალიზის ეტაპები.

2. უნივარიაციული ანალიზის ეტაპზე არსებული ცვლადებიდან შეირჩევა მაღალი დისკრიმინაციის უნარის მქონე ცვლადები, ჯინის კოეფიციენტის, ინფორმაციული მნიშვნელოვნების, სიზუსტის კოეფიციენტისა (accuracy ratio) და სხვ. მიხედვით.

3. მრავალმხრივი ანალიზის ეტაპზე ცვლადებს შორის კორელაციის შესასწავლად შეიძლება გამოყენებულ იქნას იერარქიული კლასტერული ანალიზი და სხვ. მრავალმხრივი ანალიზისათვის ფუნქციის/მოდელის შერჩევა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: დისკრიმინაციის უნარი; ცვლადების კოეფიციენტის სტატისტიკური მნიშვნელოვნება და ნიშნების ადეკვატურობა; დისკრიმინაციის უნარის სტაბილურობ