1. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შემადგენელი კომპონენტების შესაფასებლად სხვადასხვა ჰომოგენური ჯგუფისთვის მოდელის აგება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე. ჰომოგენური ჯგუფის ფარგლებში უნდა გამოიყენებოდეს ერთი სახის მოდელები და იდენტური პარამეტრები.
2. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასებისას გამოყენებული მოდელი რეკომენდებულია ითვალისწინებდეს ყველა შესაბამის შიდა თუ გარე ფაქტორს, რომელსაც გააჩნია კლიენტის გადახდისუნარიანობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ შორის: სესხის მომსახურების კოეფიციენტის მიმდინარე მნიშვნელობას (PTI, DSCR), ფინანსური ინსტრუმენტის უზრუნველყოფის კოეფიციენტს (LTV), მსესხებლის სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, დაკრედიტების პოლიტიკა/პროცედურების ცვლილებას, ჩამოწერის სტანდარტს, უზრუნველყოფის საშუალების ტიპს, მსესხებლის სხვა ფინანსური ინსტრუმენტის რაოდენობას/მოცულობას შიდა, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროს ან სხვა გარე წყაროს მონაცემებზე დაყრდნობით და ამ ფინანსური ინსტრუმენტის ხარისხს, გეოგრაფიულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა გავლენის მქონე ფაქტორებს. მათი გათვალისწინება შესაძლოა განხორციელდეს როგორც უშუალოდ, PD/LGD/EAD მოდელში/მოდელებში ამხსნელ ცვლადად ჩართვით, ასევე ირიბად, კლიენტის რეიტინგის მინიჭების პროცესში, თუ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის კომპონენტების (PD/LGD/EAD) დაანგარიშება შემდგომში დაეყრდნობა აღნიშნულ რეიტინგებს.
3. მოდელების განვითარებისა და ვალიდაციის პროცესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 17 აგვისტოს №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებსა და პრინციპებს. ვალიდაციის პროცესმა უნდა მოიცვას დაშვებების, მონაცემების, მოდელის დიზაინისა და შედეგების შემოწმება. ვალიდაციის ჩარჩოში ასევე რეკომენდებულია განისაზღვროს ზღვრები მოდელის გამოყენებისათვის, რომლის დარღვევის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მოდელის რეკალიბრაცია, ახალი მოდელის განვითარება და/ან სხვა მიტიგაციის ღონისძიებები. საკრედიტო რისკის მაღალი მნიშვნელოვნება უნდა იყოს გათვალისწინებული პროპორციულობისა და რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების დროს.
4. მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი უნდა ასახავდეს შესაბამისი ვადის (12 თვის ან სრული სიცოცხლის ხანგრძლივობის) გათვალისწინებით, მომავალი პერიოდების (თვე/კვარტალი/ნახევარწლიური) დისკონტირებულ მოსალოდნელი ზარალის ჯამს. თითოეული პერიოდის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალისგაანგარიშებისას გამოყენებულ უნდა იყოს ზღვრული PD (marginal PD