1. ფინანსური ინსტრუმენტის ნებისმიერი სახის რეკლასიფიკაცია (კატეგორიის გაუმჯობესება) უნდა ეფუძნებოდეს ფინანსურ ანალიზს, სრულყოფილად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკისთვის.
2. ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიიდან პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში შესაძლებელია, თუ განხორციელდა მსესხებლის ფინანსური ანალიზი, ფინანსური ინსტრუმენტი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს და განხორციელებულია ბოლო 3 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა.
3. ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიიდან მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში შესაძლებელია, თუ განხორციელდა მსესხებლის ფინანსური ანალიზი. ფინანსური ინსტრუმენტი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს პირველი ან მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს და განხორციელებულია ბოლო 3 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა.
4. მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია პირველი დონის საკრედიტოს რისკის კატეგორიაში შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა მსესხებლის ფინანსური ანალიზი, ფინანსური ინსტრუმენტი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს შესაბამისი რისკის კატეგორიის პირობებს და განხორციელებულია ბოლო 6 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა.
5. სეზონური შემოსავლების არსებობის შემთხვევაში რეკლასიფიკაცია გაუმჯობესებული საკრედიტო რისკის კატეგორიაში დასაშვებია ერთი ახალი ციკლის/სეზონის მონაცემების გათვალისწინებით. ამასთან, ახალი ციკლის/სეზონის შედეგად სახეზე უნდა იყოს ვალდებულებების რეალური დაფარვები.
6. თუ ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაციის (კატეგორიის გაუმჯობესება) მიზნით ვერ ხერხდება მსესხებლის ფინანსური ანალიზის ჩატარება, მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიიდან ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია შესაძლებელია პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება 6 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა.
7. გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტის რეკლასიფიკაცია შესაძლებელია მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში, იმ შემთხვევაში თუ ფიქსირდება 6 თანმიმდევრული დემონსტრაციული გადახდა.
8. თუ მიკრობანკის მიერ დაწყებულია უზრუნველყოფის საშუალების დასაკუთრების პროცესი ან განხორციელდა ფინანსური ინსტრუმენტის ნაწილობრივი შემცირება ჩამოწერით, რამაც გამოიწვია ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტის აღიარების შეწყვეტა და ახალი ფინანსური ინსტრუმენტის აღიარება, დასაბუთებული გამონაკლისების გარდა, დარჩენილი ვალდებულება უნდა კლასიფიცირდეს შეძენილ ან გამოშვებულ გაუფასურებულ ფინანსურ ინსტრუმენტა