1. ფინანსური ინსტრუმენტი კლასიფიცირდება მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიად თუ ის არ არის გაუფასურებული და დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი  კრიტერიუმები:

ა) ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ფასს-ის მიხედვით თავდაპირველი აღიარების შემდგომ;

ბ) ფიქსირდება 30 დღეზე მეტი პერიოდით ვადაგადაცილება;

გ) განხორციელდა ფინანსური ინსტრუმენტის რესტრუქტურიზაცია.

2. ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიკაცია მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიად, ასევე უნდა ემყარებოდეს მაკროეკონომიკური უარყოფითი ფაქტორების განვითარების შეფასებას, რომლებიც შესაძლოა უკვე მომხდარია, ან შესაძლოა მოხდეს მომავალში და, რომელთა ზედმიწევნითი ანალიზისა და განსჯის შემდეგ ნათელი ხდება, რომ მსესხებლის ვალდებულებების დროულად მომსახურების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

3. მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალები უნდა შეფასდეს არსებობის მანძილზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მეთოდით.

4. ფინანსური ინსტრუმენტები გონივრულად უნდა შეფასდეს საკრედიტო რისკის ზრდის მნიშვნელოვნების კუთხით. მსესხებლის პოტენციური სისუსტის მანიშნებელი საყურადღებო ინდიკატორები, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს მნიშვნელოვნად გაზრდილ საკრედიტო რისკზე, მათ შორის, წარმოადგენს შემდეგს:

ა) ყველა ტიპის მსესხებლისთვის:

ა.ა) მსესხებლისთვის ან მსესხებელთა ჯგუფისთვის რელევანტური მაკროეკონომიკური პერსპექტივის გაუარესება;

ა.ბ) მსესხებლის საქმიანობის სექტორში პირობების არახელსაყრელი ცვლილებები;

ა.გ) მსესხებლისთვის ან მსესხებელთა ჯგუფისთვის რელევანტური საზედამხედველო, ტექნოლოგიური ანდა სხვა პერსპექტივების გაუარესება;

ა.დ) მიკრობანკის მსგავსი პროდუქტების შიდა ფასის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთის ზრდა, მინიმალური უზრუნველყოფის მოთხოვნის ზრდა და სხვა;

ა.ე) სამართლებრივი დავის წამოწყება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსესხებლისათვის მნიშვნელოვანი ვალდებულების დაკისრება და ფინანსური მდგომარების გაუარესება;

ა.ვ) მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის გაუარესება;

ა.ზ) უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების შემცირება;

ა.თ) ფინანსური ინსტრუმენტის უზრუნველყოფისათვის გამოყენებული გირავნობა ან იპოთეკა სამართლებრივად არ არის სწორად გაფორმებული ან რეგისტრირებული;

ა.ი) არსებობს ინფორმაცია გირავნობის ან იპოთეკის საგნის საეჭვო მდგომარეობასთან ან მისი მონიტორინგის ან/და კონტროლის განხორციელების სირთულეებთან დაკავშირებით;

ბ) ბიზნესმსესხებლებისათვის:

ბ.ა) მსესხებლის ნებისმიერი სხვა გარესაბალანსო ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე გამოთხოვა (ნებისმიერი ტიპის) რაც არ იყო წინასწარ მოსალოდნელი და განსაზღვრული;

ბ.ბ) თაღლითური ქმედება ბიზნესში;

ბ.გ) ბიზნესის ნაწილის ან ისეთი ქონების გაყიდვა, რომელიც ჩართულია საწარმოს მოგების მომტან ყოველდღიურ აქტივობებში;

ბ.დ) მსესხებლის მიერ მიკრობანკისათვის ფინანსური ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა;

ბ.ე) სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექტორატში ბოლო დროს მომხდარი ხშირი ცვლილებები;

ბ.ვ) ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება, რაც მოიცავს:

ბ.ვ.ა) ვალის მომსახურების კოეფიციენტის (DSCR) გაუარესებას;

ბ.ვ.ბ) პროცენტის დაფარვის კოეფიციენტის (ICR) გაურესებას;

ბ.ვ.გ) სასესხო ვალდებულებისა და  EBITDA თანაფარდობის (შემდგომში - Debt/ EBITDA) მაჩვენებლის  ზრდას;

ბ.ვ.დ) საკუთარი კაპიტალის/აქტივების შემცირებას;

ბ.ვ.ე) გაყიდვების მნიშვნელოვან შემცირებას;

ბ.ვ.ვ) უარყოფითი საოპერაციო ფულადი ნაკადების შენარჩუნებას;

ბ.ვ.ზ) მსხვილი კლიენტის/კლიენტების დაკარგვას;

ბ.ვ.თ) მსხვილ მომწოდებელთან ხელშეკრულების შეწყვეტას;

ბ.ვ.ი) ლიკვიდობის გაუარესებას;

ბ.ვ.კ) მომგებიანობის გაუარესებას;

გ) საცალო მიზნობრიობით გაცემული სესხებისათვის, PTI კოეფიციენტის შემცირებას.

5. თუ ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფში შემავალი ზოგიერთი მსესხებლის ფინანსური ინსტრუმენტი გაუფასურებულია ან საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეფასება იმის დასადგენად სხვა მსესხებლების ფინანსური ინსტრუმენტები ხომ არ არის გაუფასურებული ან საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასს-ის მიხედვით თავდაპირველი აღიარების შემდე