1. კოლექტიურად შეფასებული ფინანსური ინსტრუმენტები უნდა დაჯგუფდეს მსგავსი საკრედიტო რისკის მახასიათებლების მიხედვით. კომერციულმა ბანკებმა  ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის უნდა გამოიყენონ ამ საერთო მახასიათებელთაგან ყველაზე რელევანტური.

2. ჯგუფები უნდა იყოს ფინანსური ინსტრუმენტების რაოდენობის მხრივ იმდენად დიდი და ფინანსური ინსტრუმენტების სახეობების მრავალფეროვნების მხრივ იმდენად პატარა, რომ უზრუნველყოს ჯგუფზე რელევანტური სტატისტიკური ანალიზის  საკმარისი სანდოობა.

3. კომერციული ბანკების მიერ არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსტრუმენტების იმგვარად გაერთიანება, რომ კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის ზრდა არ ისახებოდეს ჯგუფის ხარისხის მახასიათებლებზე.

4. კომერციული ბანკის მიერ გამოყენებული მახასიათებლები და მათი რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ჰომოგენური ჯგუფის ფორმირებისას. ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს ფინანსური ინსტრუმენტების გადაადგილებაზე სხვადასხვა ჯგუფებს შორის. სასურველია დაჯგუფების ადეკვატურობა დადასტურდეს ზარალის შესახებ ისტორიული მონაცემების გამოყენებით.

5. ჰომოგენური ჯგუფების ფორმირება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ თითოეულ პორტფელში მოხვედრილი ფინანსური ინსტრუმენტის/მსესხებლის მახასიათებლები, ასევე მათ საკრედიტო რისკზე გავლენის მქონე ფაქტორები იყოს მსგავსი. ჰომოგენური ჯგუფის საკრედიტო რისკზე გავლენის მქონე ფაქტორების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროგნოზო ინფორმაციის, მათ შორის, მაკროეკონომიკური ფაქტორების ეფექტი.

6. საერთო საკრედიტო რისკის მახასიათებლები მოიცავს, მათ შორის, შემდეგს:

ა) პორტფელის სეგმენტი (კორპორატიული, მცირე და საშუალო, მიკრო, საცალო);

ბ) პროდუქტის ტიპი (რევოლვირებადი პროდუქტები, სამომხმარებლო სესხები და სხვ.);

გ) ბიზნესსექტორი (მსესხებლის საქმიანობის სექტორი, საცალო მსესხებლებისთვის შესაძლოა გათვალისწინებული იყოს დამსაქმებლის სექტორი);

დ) უზრუნველყოფის საშუალების ტიპი (ფულადი სახსრები, საცხოვრებელი/კომერციული უძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები, ძვირფასი მეტალები და ქვები და სხვ.);

ე) გეოგრაფიული მდებარეობა (ურბანული/სასოფლო და სხვ.);

ვ) კონტრაჰენტის ტიპი (ფიზიკური/იურიდიული პირი და სხვ.);

ზ) ვალუტა;

თ) ვადიანობა;

ი) ფინანსური ინსტრუმენტის ზომა;

კ) საერთო მაკროეკონომიკური მახასიათებლები.

7. კომერციული ბანკის მიერ უნდა მოხდეს დაჯგუფების პრინციპების რეგულარული გადახედვა. ახალი ინფორმაციის არსებობის ან საკრედიტო რისკის მოლოდინების ცვლილებისას უნდა მოხდეს დაჯგუფების ხელახალი შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პორტფელის დროული გადაჯგუფება, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დროებითი კორექტირებ