1. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს კონტამინაციის პრინციპის დაცვა შემდეგი სახით:
ა) საცალო და მიკრო პორტფელებისთვის მსესხებლის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა/გაუფასურება, როგორც წესი, გამოიწვევს ამავე მსესხებლის სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან გაზრდას/გაუფასურებას, მიუხედავად იმისა, ეს ინსტრუმენტები ერთ ჰომოგენურ ჯგუფში ხვდება თუ სხვადასხვაში;
ბ) მცირე და საშუალო და კორპორატიული პორტფელების შემთხვევაში, ჯგუფის ერთ-ერთი ფინანსური ინსრუმენტის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა/გაუფასურება, როგორც წესი, გამოიწვევს ჯგუფის სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან ზრდას/გაუფასურებას. ამ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეფასება იმის დასადგენად სხვა მსესხებლების ფინანსური ინსტრუმენტები ხომ არ არის გაუფასურებული ან საკრედიტო რისკი მნიშვნელოვნად გაზრდილი.
2. თუ მსესხებლის ან მსესხებელთა ჯგუფის ფინანსურ ინსტრუმენტებს მიენიჭა სხვადასხვა საკრედიტო რისკის კატეგორია, კომერციული ბანკი ვალდებულია ინდივიდუალური ანდა სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით დაასაბუთოს, რომ უფრო მაღალი საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტის განმაპირობებელი ფაქტორები არ იწვევს უფრო დაბალი საკრედიტო რისკის კატეგორიის ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვნად ზრდას ან გაუფასურებას.
3. კომერციულმა ბანკმა, მსესხებელთა ჯგუფის დონეზე კონტამინაციის პრინციპის გავრცელებისას, უნდა განსაზღვროს არამატერიალური ვალდებულების მქონე მსესხებელი, რომელთა საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა/გაუფასურება, არ გამოიწვევს ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის სხვა მსესხებლების საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან გაზრდას/გაუფასურებას. მსესხებლის არამატერიალური ვალდებულების ზღვარი კომერციულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს კომერციული ბანკის საქმიანობიდან და პორტფელის ხასიათიდან, მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე. არამატერიალური ვალდებულების მქონე მსესხებლის ფინანსური ინსტრუმენტის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდის/გაუფასურების შემთხვევაში, კომერციული ბანკი უნდა ფლობდეს დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას მაპროვოცირებელი ინდიკატორის შესახე