1.     ეროვნული ბანკის შეფასებით, ფინანსური ინსტრუმენტის მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის მინიჭების დროს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან ერთად, მიზანშეწონილია, კომერციულმა ბანკმა იხელმძღვანელოს ცხრილ N1-ში მოცემული  სესხის მომსახურების სარეკომენდაციო ზღვრებით:

ცხრილი №1. PTI კოეფიციენტი

2.     საკრედიტო რისკის კატეგორიის ცვლილებისას, იმ შემთხვევაში, თუ PTI კოეფიციენტი აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ დადგენილ კოეფიციენტებს, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს კოეფიციენტის 10 პროცენტული პუნქტით ცვლილება კატეგორიაში გადასვლის მაჩვენებლად.

3.     ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით გაცემული მსესხებლის/მსესხებელთა ჯგუფის ფინანსური ინსტრუმენტის მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის მინიჭებისას, მიზანშეწონილია, კომერციულმა ბანკმა იხელმძღვანელოს ცხრილ N2-ში მოცემული კოეფიციენტებით:

ა) პროექტების (Project Finance), მათ შორის, გრძელვადიანი პროექტების, დაფინანსებისას, როდესაც საწყისი წლების მანძილზე პროექტი შესაძლოა არ იყოს მომგებიანი, კომერციულმა ბანკმა ფინანსური კოეფიციენტები უნდა დაითვალოს პროექტით გათვალისწინებული ნორმალიზებული მაჩვენებლების შესაბამისად. ამასთან, პროექტის მიმდინარეობა უნდა შეესაბამებოდეს საწყის გეგმას და ადგილი არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვან გადახრებს;

ბ) სასაქონლო პროდუქტებით (Commodities Finance), რომელიც ივაჭრება აქტიურად და ფასი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე, ვაჭრობისას, როდესაც ხდება კონკრეტული სავაჭრო ოპერაციის დაფინანსება, მსესხებელმა შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს ცხრილ №1-სა და ცხრილ №2-ში წარმოდგენილი ფინანსური კოეფიციენტები. ამ შემთხვევებში კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს შიდა პოლიტიკა/პროცედურითა და გამოცდილების შედეგად განსაზღვრული ადეკვატური მოგების მარჟა, რომელიც სასაქონლო პროდუქტის ფასის ცვლილების შემთხვევაში უზრუნველყოფს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მიტიგაციას.

ცხრილი №2. ბიზნესმსესხებლების გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი

4. საკრედიტო რისკის კატეგორიის ცვლილებისას, იმ შემთხვევაში, თუ Debt/Ebitda კოეფიციენტი აღემატება 4.5-ს ან DSCR ნაკლებია 1.2-ზე, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს კოეფიციენტის 10%-იანი ცვლილება კატეგორიაში გადასვლის მაჩვენებლად.

5. კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს პერიოდულად წარუდგინოს საკრედიტო პორტფელის ანალიზი მოცემული კოეფიციენტების ჭრილში მის ხელთ არსებული უახლესი მონაცემების გათვალისწინები