„სპეციფიკურ კატეგორიაში“ ექსპლუატაციის განხორციელების მიზნით ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს რისკის შეფასება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად ან წარადგინოს სააგენტოში საექსპლუატაციო დეკლარაცია ამ წესის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატანტი ფლობს მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატს (LUC), რომელიც გაცემულია ამ წესის IV თავის თანახმად. ექსპლუატანტი ვალდებულია რეგულარულად შეაფასოს მის მიერ მიღებული პრევენციული ზომები და საჭიროებისას უზრუნველყოს მათი განახლებ