1. განაცხადის მიღების შემდეგ, სააგენტო ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად გასცემს ექსპლუატაციის თანხმობას, თუ:
ა) ამ წესის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა საჭირო ინფორმაცია წარდგენილია;
ბ) შემუშავებულია საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამის ორგანოსთან კოორდინირების პროცედურა, თუ ექსპლუატაცია ან მისი ნაწილი უნდა განხორციელდეს კონტროლირებად საჰაერო სივრცეში.
2. სააგენტო, ექსპლუატაციის თანხმობაში განსაზღვრავს ექსპლუატაციის თანხმობის მოქმედების ზუსტ ფარგლებ