1. იურიდიული პირი უფლებამოსილია სააგენტოში წარადგინოს განაცხადი მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (LUC) მისაღებად ამ თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

2. სააგენტოში წარდგენილი განცხადება მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (LUC) მიღების ან არსებულ სერტიფიკატში ცვლილების შესატანის მიზნით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ექსპლუატანტის მართვის სისტემის აღწერა, მათ შორის მისი ორგანიზაციული სტრუქტურის და უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩათვლით;

ბ) ექსპლუატანტის პასუხისმგებელი პერსონალის სახელ(ებ)ი/გვარ(ებ)ი, მათ შორის იმ პირის, რომელიც პასუხისმგებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე;

გ) განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოში წარდგენილი ყველა დოკუმენტი ექსპლუატანტის მიერ შემოწმდა და შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

3. თუ ამ თავით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი მოთხოვნა დაცულია, მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტს ენიჭება სერტიფიკატი (LUC) და შესაბამისი უფლებამოსილებებ