1. მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (LUC) მფლობელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, სადაც აღწერილი უნდა იყოს მისი ორგანიზაციის სტრუქტურა და პერსონალის უფლება-მოვალეოები, შესაბამისი პროცედურები და საქმიანობა;
2. ექსპლუატაციის სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადებას მისივე ხელმოწერით, რომელიც ადასტურებს, რომ ორგანიზაცია თავის საქმიანობას ყოველთვის განახორციელებს ამ წესის და სააგენტოსთან შეთანხმებული მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად;
3. თუ ორგანიზაციის საქმიანობის რაიმე მოცულობა ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების ან ქვეკონტრაქტორების მიერ, ექსპლუატანტმა მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში უნდა გაწეროს პროცედურები, რომელიც აღწერს ზემოაღნიშნულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობებს;
4. მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, რათა შენარჩუნებული იქნას მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის სერტიფიკატის (LUC) მფლობელის ორგანიზაციის შესაბამისი აღწერილობა და განხორციელებული ცვლილების ასლები წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში;
5. ექსპლუატანტმა საკუთარ პერსონალს უნდა გააცნოს და გაუნაწილოს მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, მათი უფლება-მოვალეობების გათვალისწინები