1. ექსპლუატანტმა, რომელიც სააგენტოს განცხადებით მიმართავს მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (LUC) მისაღებად, უნდა შეიმუშაოს, დანერგოს და შეინარჩუნოს უსაფრთხოების მართვის სისტემა, რომელიც შეესაბამება ორგანიზაციის ზომას, მისი საქმიანობის ხასიათსა და კომპლექსურობას, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების და საფრთხეების გათვალისწინებით;
2. ექსპლუატანტმა უნდა დაიცვას ყველა შემდეგი პირობა:
ა) დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს, ამ წესის მოთხოვნების დაცვით ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგს, უსაფრთხოების მართვის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მოთხოვნების დაცვის მონიტორინგს;
ბ) დაადგინოს და შეინარჩუნოს უსაფრთხოების პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი უსაფრთხოების მიზნები;
გ) შეიმუშაოს უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ექსპლუატანტის მიერ არადამსჯელობითი მოვლენათა შეტყობინების სისტემის, საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასების, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელების პასუხისმგებლობას და უსაფრთხოების დონის განსზაღვრას და გაუმჯობესებას მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ინდიკატორების შესაბამისად;
დ) დაადგინოს და შეინარჩუნოს უსაფრთხოების რისკის მართვის პროცესი, რომელიც მოიცავს რისკების შემცირების მიზნით განხორციელებულ ქმედებებს და აღნიშნული ქმედებების ეფექტურობის განსაზღვრას;
ე) უზრუნველყოს საჭირო შიდა სწავლებების ჩატარება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ვ) დოკუმენტურად აღწეროს უსაფრთხოების მართვის სისტემის პროცესები, რათა პერსონალი ინფორმირებული იყოს საკუთარი პასუხისმგებლობების და აღნიშნულ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის პროცედურის შესახებ; ზემოაღნიშნული პროცესებია:
ვ.ა) მოვლენათა შეტყობინება და შიდა მოკვლევები;
ვ.ბ) საექსპლუატაციო კონტროლი;
ვ.გ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა;
ვ.დ) სწავლება და უსაფრთხოების ხელშეწყობა;
ვ.ე) შესაბამისობის მონიტორინგი;
ვ.ვ) უსაფრთხოების რისკის მართვა;
ვ.ზ) ცვლილებების მართვა;
ვ.თ) ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია;
ვ.ი) პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
ზ) უზრუნველყოს მექანიზმის არსებობა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ამ წესის შესაბამისი მოთხოვნების დაცვის და შესრულების მონიტორინგი, მათ შორის სისტემის, რომლის მეშვეობითაც პასუხისმგებელი მენეჯერი მიიღებს ინფორმაციას ნაკლოვანებების შესახებ, მაკორექტირებელი ქმედებების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით;
თ) შეიმუშაოს შესაბამისი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის მიერ იმ უსაფრთხოების რისკების შეფასებას და პრევენციას, რომელიც დაკავშირებულია მომსახურებასთან ან პროდუქტთან, რომელის მიწოდებაც ხორციელდება ქვეკონტრაქტორების მიე