მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (LUC) მფლობელმა უნდა:
ა) დაიცვას ამ თავით და 31-ე და 32-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) დაიცვას სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება და ექსპლუატაციის დადგენილი ფარგლები;
გ) დაადგინოს და შეინარჩუნოს სისტემა საექსპლუატაციო კონტროლის განხორციელების მიზნით, იმ ნებისმიერ ექსპლუატაციასთან მიმართებაში, რომელიც ხორციელდება მსუბუქი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატით (LUC) განსაზღვრულ ფარგლებში;
დ) განახორციელოს საექსპლუატაციო რისკების შეფასება დაგეგმილ ექსპლუატაციასთან მიმართებაში ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
ე) აწარმოოს ამ მუხლის „ვ“ პუნქტში მოცემული დოკუმენტების ჩანაწერები იმგვარად, რაც უზრუნველყოფს მათ დაცვას დაზიანებისგან, შეცვლისგან ან დაკარგვისგან;
ვ) სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტები:
ვ.ა) საექსპლუატაციო რისკების შეფასების შესახებ და მასთან დაკავშირებული დამხმარე დოკუმენტაცია;
ვ.ბ) განხორციელებული პრევენციული ზომების ნუსხა;
ვ.გ) იმ პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის, შესაბამისობის მონიტორინგის და უსაფრთხოების მართვის განხორციელებაში, იმ ვადით, რა ვადითაც პირი დასაქმებულია ორგანიზაციაში და ორგანიზაციიდან პირის წასვლის შემდეგ 3 წლის განმავლობაშ