1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია ენიჭება პირს, რომელიც შესაბამისი კლასის ზსხ-ზე აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) არის ზსხ-ის ინსტრუქტორობის კანდიდატი;

ბ) სრულად და დამაკმაყოფილებლად გაიარა პედაგოგიური მომზადება სდ-ში, რომელსაც გააჩნია სწავლების დასრულების შემდეგ ზსხ-ის შესაბამის კლასზე კომპეტნციის შეფასების უფლებამოსილება.

2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მიუთითებს ზსხ-ის კლასს ან კლასებს, რომელთათვისაც ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორობის კანდიდატმა დააკმაყოფილა კვალიფიკაციის მინიჭების პირობები.

3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მოწმობაში ზსხ-ის დაკავშირებულ კლასზე ფლობს მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილებას;

ბ) გავლილი აქვს დამატებითი სწავლება, რომლის მოცულობა დამოკიდებულია ზსხ-ის კლასზე და სწავლების დასრულების შემდეგ გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება.

4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ და სერტიფიკატის ნომერი მიეთითება ზსხ-ის პილოტის მოწმობაშ