განმცხადებელს/ავიასპეციალისტს არ უნდა აღენიშნებოდეს:
ა) თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები;
ბ) აქტიური, ლატენტური (ფარული), მწვავე ან ქრონიკული დაავადებები ან უუნარობა;
გ) ოპერაციის შემდგომი გართულებები, ჭრილობები ან დაზიანებები;
დ) თერაპიული, დიაგნოსტიკური ან პრევენციულად მიღებული მედიკამენტებით გამოწვეული უკუჩვენება ან გვერდითი ეფექტები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციონალური უუნარობის ისეთი ხარისხი, რაც ხელს შეუშლის ავიასპეციალისტს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში