1. თუ განმცხადებელი სრულად ვერ აკმაყოფილებს ავიასპეციალისტის პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნებს, მაგრამ მისი მდგომარეობა საფრთხეს არ უქმნის ფრენის უსაფრთხოებას, ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია:
ა) განმცხადებელი გადაამისამართოს სააგენტოში;
ბ) თუ განმცხადებელი არ ექვემდებარება სააგენტოში გადამისამართებას, შეაფასოს, რამდენად შეძლებს თავისი მოვალეობების უსაფრთხოდ შესრულებას, შეზღუდვ(ებ)ის დაწესების პირობებში და გასცეს სამედიცინო სერტიფიკატი შესაბამისი შეზღუდვ(ებ)ით;
გ) მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის შემთხვევაში, შეაფასოს რამდენად შეუძლია განმცხადებელს თავისი მოვალეობების უსაფრთხოდ შესრულება შეზღუდვ(ებ)ის დაწესების პირობებში და გასცეს სამედიცინო სერტიფიკატი შეზღუდვ(ებ)ით, სააგენტოსთან შეთანხმებით.
2. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია გააგრძელოს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ან განაახლოს სერტიფიკატი გადამისამართების გარეშე, იმავე შეზღუდვებით.
3. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია, შეზღუდვ(ებ)ის დაწესებისას გაითვალისწინოს განმცხადებლის გამოცდილება, საქმიანობის განხორციელების უნარი და შესაძლებლობა.
4. სერტიფიკატის მფლობელისთვის დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა აღინიშნება ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატში.
5. პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის შეზღუდვები მოცემულია ამ წესის №7 დანართშ