1. წინამდებარე ოქმის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის პირადობის მოწმობა მოწესრიგებულია წინამდებარე წესების მე-2 მუხლის შესაბამისი დებულებებით.

2. სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის პირადობის მოწმობა შეიძლება შეესაბამებოდეს მე-3 გამოსახულებაზე აღნიშნულ ნიმუშს.

3. თუ სამოქალაქო თავდაცვის პერსონალს ნებადართული აქვს მსუბუქი პირადი იარაღის ტარება, აღნიშნულ პირადობის მოწმობაში ამის შესახებ გაკეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

გამოსახულება 3: სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის პირადობის მოწმობის ნიმუში (ფორმატი: 74მმX105მ