1. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ან გემზე მყოფმა პირმა ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახანძრო დაცვის სამსახურს კავშირის ნებისმიერი საშუალებით, ზუსტად მიუთითოს ხანძრის ადგილი და ყველა შესაძლო ღონე იხმაროს მისი ლიკვიდაციისათვის.

2. გემი, რომელიც სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ან სხვა გემზე შენიშნავს ხანძარს, ვალდებულია მისცეს განგაშის სიგნალი, ასევე, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს.

3. სანავსადგურე ერთეულში ან გემზე ხანძრის გაჩენისას ყველა გემი ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა სამაშველო საშუალებებს დაუყოვნებლივ გამოსაყენებლად და ზღვაში გასასვლელად, აგრეთვე სხვა გემებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მზადყოფნაში მოჰყავთ ძრავები.

4.სახანძრო ბუქსირმზიდი გემი დანიშნულების ადგილზე უნდა მივიდეს დაუყოვნებლივ, გამოძახების გარეშე და უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითებების შესრულებას.

5. აკრძალულია არადეგაზირებული ან არაინერტირებული, ასევე ნავთობით და ქიმიური პროდუქტებით დატვირთული გემის მშრალი ტვირთის ნავმისადგომთან დაყენება, ასევე მშრალი ტვირთმზიდი გემის დაყენება ნავთობ/გაზტერმინალის ნავმისადგომებთან.

6. ნავთობმზიდი გემის მშრალი ტვირთის ნავმისადგომთან დაყენება შესაძლებელია გემის ტანკებიდან ფეთქებად საშიში აირების სრული დეგაზაციის შემდეგ. დეგაზაცია არ მოითხოვება, თუ გემის სატვირთო ტანკები ინერტული აირებით არის დაცული და ჟანგბადის შემცველობა ტანკებში შეადგენს 8%-ზე ნაკლებს. გემის ტანკების ინერტირების მდგომარეობის ამსახველი სათანადო გაფორმებული აქტი ასევე უნდა გადაეცეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

7. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება ცეცხლსაშიში ტვირთის გადაზიდვა, უნდა პასუხობდეს დადგენილ მოთხოვნებს და აღჭურვილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება სანავსადგურე ერთეულში არ დაიშვება.

8. სასიგნალო საშუალებების (პიროტექნიკის) ნავსადგურის ტერიტორიაზე გამოყენება, ავარიული შემთხვევების გარდა, აკრძალულია.

9. აკვატორიაში დაღვრილი ნავთობის აალების შემთხვევაში ყველა გემი, გარდა ხანძრის ჩაქრობაში უშუალოდ მონაწილე გემებისა„ უნდა გავიდეს სანავსადგურე ერთეულიდან უსაფრთხო ადგილას.

10. აკრძალულია სანავსადგურე ერთეულის და ნავსადგურის რეიდზე ნებისმიერი დანიშნულებისა და ტიპის მცურავი საშუალების (ნავთობ/აირ/ქიმიური ტანკერების, მშრალტვირთმზიდი გემებისა და სხვა) სატვირთო თუ დამხმარე ტანკების, ცისტერნების, ტრიუმების თუ სხვა სათავსოების ნებისმიერი მიზნებისათვის რეცხვა/მზადების და დეგაზაციის ოპერაციების ჩატარება. ასეთი მიზნებისათვის მცურავი საშუალება უნდა გავიდეს ტერიტორიული წყლების (12 მილიანი ზონის) გარე